იმპორტ ჩანაცვლებადი ბიზნეს გეგმების მომზადება 577 235 400

იმპორტ  ჩანაცვლებადი წარმოების განვითარება ფონდების საქმიანობის ერთ-ერთ ძირითადი მიმართულებაა  საქართველოში . იგი  სარგებლობს მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერით . დეკლარირებულია  სამთავრობო მხარდაჭერის გაზრდა .

რატომ და როგორ მოვიწვიოთ კონსულტანტი  ბიზნეს გეგმის მოსამზადებლად, მათ შორის – იმპორტ ჩანაცვლებადი წარმოების ბიზნეს-გეგმის მოსამზადებლად ?

➤ უცხოური პროდუქციის ქართულ ბაზარზე კონკურენცია არაა იოლი. ასეულობით იდეა/პროექტის ექსპერტიზა გვაქვს ჩატარებული და ათასში ერთი თუა უცხოურთან რეალურად ფასით , იერსახით, მარკეტინგით კონკურენტული. რეალურ ციფრებთან როცა მიდის საქმე დაბალკონკურენტულობა ნათლად ჩანს .  რეალურად  იმპორტჩანაცვლებადი ნიშების პოვნა ძალიან რთული ამოცანა და დიდი სამუშაოა.
➤ კონსულტანტის , სპეციალისტის მოწვევა თქვენს საწარმოში შეგიძლიათ :  577 235 400 ; Caumednet@gmail.com ; skype – medgeo.net

რას ნიშნავს იმპორტ ჩანაცვლებადი წარმოების განვითარება ?

იმპორტ ჩანაცვლებადი საწარმოების განვითარება ნიშნავს:
1. იმ პროდუქციის ან მათი შემცვლელების წარმოებას, რომლებიც უცხოეთიდან შემოდის . ადგილზე მათი წარმოებით დაიზოგება ვალუტა, რომელიც ქვეყნიდან გადის.
2. მხოლოდ წარმოება არაა საკმარისი. პროდუქციამ უნდა შეძლოს ხარისხით, ფასით ,  მარკეტინგით  უცხოური პროდუქციის კონკურენცია. ამ პარამეტრებით კონკურენცია კი საკმაოდ რთულია.

სამუშაოს რა ძირითადი ეტაპებია შესასრულებელი  და რა სამუშაო უნდა შეასრულოს მოწვეულმა კონსულტანტმა ?

1 . თავდაპირველად კარგად უნდა იქნეს შესწავლილი თქვენი რესურსები.

აქ არ იგულისხმება მხოლოდ ფინანსური რესურსები .  რესურსებია: შენობა-ნაგებობები, ტექნიკა, გამოცდილება. ნედლეული, რომელიც შეგიძლიათ ახლო-მახლო შეიძინოთ და ა.შ. . რთული რესურსია კადრები და მუშახელი .
ხშირია ამ საკითხისადმი ზედაპირული მიდგომა . რესურსების შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ყოველმხრივ გადამოწმებული, სანდო .
თითქოს არის რესურსი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება რეალურ ფასებსა და დროში იგი არაა ხელმისაწვდომი. ანუ ბიზნესისათვის არაა რესურსი.
მაგალითად : . თითქოს ლოგიკურია მსჯელობა- სოფლებში სუფთა ხილი ბევრია და გადავამუშავებ. დიახ, ხილი ბევრია, მაგრამ არაა მომკრეფ- ჩამბარებელი, არაა გზა, ტრანსპორტი
და თვითღირებულება იქნება მაღალი. შესაბამისად, კონკურენციას ვერ გაუწევთ უცხოურ პროდუქტს.

2 . მეორე ეტაპზე დაძებნილ უნდა იქნეს იმპორტის საქონლის მონაცემები და შეირჩეს ის რამდენიმე მიმართულება რომლებიც თქვენი რესურსების პირობებში შეიძლება წარმატებით განავითაროთ

 უმეტეს შემთხვევაში , საინტერესოა მცირე იმპორტი. ისინი კი სტატისტიკურ მონაცემებში არაა ასახული. საჭირო ხდება საკმაოდ დიდი სამუშაოს ჩატარება, რათა იპოვოთ თქვენი ნიშა . არა და – სწორედ ამ ნიშაზე უნდა აიგოს პროექტი.
ეს , ძალიამ მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ ეტაპზე, მეწარმეები ყველაზე მეტ შეცდომებს უშვებენ, რადგან არა აქვთ შესაბამისი საინფორმაციო სივრცე.

3. მესამე ეტაპზე, ექსპერტი თქვენთან  დიალოგში იხილავს მის მიერ შერჩეულ 2-3  მიმართულებას

ექსპერტი გაწვდით დიალოგში ინფორმაციებს ამ მიმართულებების პერსპექტივების , პრობლემების , რისკების შესახებ.  და თქვენ იღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რა მიმართულება იქნეს არჩეული. გადაწყვეტილებას , ცხადია იღებთ თქვენ. 

4. მეოთხე ეტაპზე უკვე იწერება განაცხადი 

განაცხადის ფორმებს, როგორც წესი იძლევიან ფონდები , ბანკები , საერთოდ დონორები, ვისაც გეგმავთ წარუდგინოთ პროექტი.
განაცხადი სინამდვილეში არის მოკლედ დაწერილი  ბიზნეს-გეგმა , რომელიც საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა. მოკლედ დაწერა , საერთოდ, უფრო რთულია. მთელი
გეგმა, პროცესი ,  დინამიკა, ამ დროს უკვე გააზრებული უნდა გქონდეთ.

ცხადია, სასურველია განაცხადის შევსებისას მთელი ბიზნეს-გეგმა გქონდეთ მზად. თუ რეალურად ეს ვერ ხერხდება,  განაცხადში ეყრდნობით საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს.
მაგალითად : უთითებთ მოწყობილობის საშუალო სტატისტიკურ ფასს , ნედლეულის საშუალოს სტატისტიკურ ნიშნულს და ა.შ.

5. დონორისაგან სრული ბიზნეს-გეგმის მოთხოვნის შემთხვევაში, ამუშავებთ სრულ ბიზნეს-გეგმას და წარუდგენთ დონორს

აქ  გვინდა ყურადღება მივაქციოთ რამდენიმე ასპექტს .
5.1 უპრიანია აღვნიშნოთ, რომ კარგი იდეა და პროექტი არ ნიშნავს , რომ დონორი აუცილებლად 

იმპორტ ჩანაცვლებადი საწარმოების ბიზნეს გეგმების მომზადება

დააფინანსებს. რესურსების მოპოვება ყოველთვის  კონკურსია და გამარჯვების კრიტერიუმების ნაწილი  ცვლადია , როგორც ყველა კონკურსში .
5.2 პირველად პროექტზე (განაცხადზე) თანხმობის მიღება , თუკი გასაცემია 1 გრანტი და თანხმობა 100-მა კონკურსანტმა მიიღო ბევრს არაფერს ნიშნავს. კონკურსის ჩამტარებლები დაინტერესებული შეიძლება იყვნენ რომ ბევრი პროექტი შემოვიდეს
5.3 ხშირად სრული ბიზნეს-გეგმის შესადგენად, მეორე ტურში დაშვებულ პროექტებისათვის  დონორი ატარებს ტრენინგებს . მათ აუცილებლად უნდა დაესწროთ და იყოთ აქტიური,

6. თანხლება პროექტის განხილვის პროცესში 

ბიზნეს გეგმის მომზადება და წარდგენით თავდება სამუშაოთა პირველი ნაწილი და იწყება მეორე ნაწილი – თანხლება დონორთან მოლაპარაკებების დროს. ბევრ დონორთან.

ეს მოლაპარაკებები გრძელდება დიდხანს. დონორი (ინვესტორი, ბანკი, ნაკლებად-ფონდი)  ცდილობს თავისი პოზიციები გაამყაროს, თქვენ – თქვენი. ეს ეტაპი განსაკუთრებით ხანგძლივია ინვესტორებთან ურთიერთობისას.
როცა ეს ეტაპი მოვა , შემდეგ უნდა გადაწყვიტოთ გჭირდებათ თუ არა დიალოგის დროს კონსულტანტი. წინასწარი შეთანხმებების დადება ამ თემაზე არაა მიზანშეწონილი. 


7. ამონარიდები . ექსპერტთა მოსაზრებები

 7.1

ეს ჩამონათვალი ცხადყოფს, რომ, სოფლის მეურნეობის გარდა, იმპორტირებული საქონელი საქართველოში საკმაოდ ძნელად ჩასანაცვლებელია, თუმცა, ალბათ, შესაძლებელია მოინახოს რეზერვები, სადაც ქართველი მეწარმეებიც მოახერხებენ საინტერესო ინიციატივების განხორციელებას.
ამონარიდი- https://www.radiotavisupleba.ge/a/importis-struktura/27584532.html

7.2

„საუბარია იმაზე, რომ 2008-2009 წელთან შედარებით, მსოფლიო წამყვანმა განვითარებულმა ქვეყნებმა გამოყვეს უპრეცედენტოდ დიდი თანხები, მათ შორის აშშ-მ 2,2 ტრილიონი დოლარი გამოყო, ევროკავშირმა – ტრილიონი, ბრიტანეთმა 250 მილიარდი და ასე შემდეგ. ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის, ამ მატარებელში, ქვეყნების გრძელ სიაში ვიყოთ წინ, სწრაფები, ეფექტურები, რომ ჩვენი წილი საერთაშორისო ფინანსური დახმარება წამოვიღოთ და მივმართოთ ისეთ ინდუსტრიებში, რომლებიც ჩვენ მოგვიტანს შემდგომში უპირატესობას. საქართველო როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა ევროპაში, არსებულ წესრიგს ვერ მოერგო, შესაბამისად, არ ვართ ისეთი მდიდრები, როგორც ევროპული ქვეყნებია, მაგრამ ზუსტად ეს წესრიგი იცვლება ახლა“, – განაცხადა სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
ქადაგიძე. ამონარიდი : http://newsreport.ge/%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%a5%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91/?fbclid=IwAR2Plf2DZMs-PY4qRJ49qD275bxNEGjg0uP88TQkI1RCqz_SzbgN6hKtpF0

7.3

„პირველ რიგში, ის არსებული წესრიგი, როდესაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მსოფლიომ გადაიტანა თავისი მსუბუქი მრეწველობა და სამრეწველო პოტენციალი აზიაში, კონკრეტულად ჩინეთში, შეიცვლება. ბევრი საუბრობს უკვე იმაზე, რომ ჩვენ შევდივართ სავაჭრო ომების ფაზაში და ბევრი ქვეყანა, ბევრი ბიზნესი შეეცდება ამ ლოგისტიკურ ჯაჭვში დივერსიფიკაცია გააკეთოს ჩინეთისგან როგორც უპირობო მონოპოლისტი მიმწოდებლისგან ამ ინდუსტრიების. აქ საქართველოს აქვს ძალიან კარგი პოზიციონირება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, ჩვენთან ხელფასები არის შედარებით დაბალი, ვიდრე ევროკავშირის და მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ამიტომ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ჩვენი მცირე წვლილი წამოვიღოთ ამ უზარმაზარი ჯაჭვის ცვლილებიდან. საუბარია უზარმაზარ თანხებზე, ტრილიონებზე, ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ მცირე ნაწილზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვაქვს მსუბუქი მრეწველობის ტრადიცია. ასე რომ ეს ერთი მიმართულებაა.
ქადაგიძე. ამონარიდი : http://newsreport.ge/%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%a5%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91/?fbclid=IwAR2Plf2DZMs-PY4qRJ49qD275bxNEGjg0uP88TQkI1RCqz_SzbgN6hKtpF0


8. ბმები

იხილეთ აგრეთვე: 
ბიზნეს-გეგმების დაწერა, კონსულტაციები, მომზადება
1001 წარმატებული ბიზნეს გეგმა თქვენი ბიზნესისათვის  
შეღავათიანი კრედიტების ბიზნეს-გეგმების მომზადება (შედგენა)   
იურიდიული პოსტალი

Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...