ბიზნეს გეგმები ემიგრანტებისათვის ➤ საქართველოში ➤ 577 235 400

ბიზნეს გეგმები  ემიგრანტებისათვის, სერვისების მხოლოდ ერთი პუნქტია.

ბიზნეს გეგმები ემიგრანტებისათვის, სერვისები ბიზნესის ასაწყობად – არჩევანი არის, თუმცა მცირე 

ბევრ ემიგრანტს სურს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის გამართვა.  ნებისმიერი ბიზნესის გამართვა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. გადასაჭრელია ბევრი საკითხი, დაწყებული
ბიზნეს-საქმიანობის სწორი არჩევიდან, დამთავრებული კონკრეტული საველე სამუშაოებით ადგილზე.
სპეციალისტები გთავაზობენ სერვისების ფართე სპექტრს ამ საკითხების გადასაჭრელად.
დაგვიკავშირდით სკაიპზე. სკაიპის ნიკია – medgeo.net ან ელფოსტაზე: Caumednet@gmail.com , ტელ .: 577 235 400
კონსულტაციები და მომსახურებები ფასიანია.


ქვემოთ, შევეცდებით ვუპასუხოთ რამდენიმე, ხშირად დასმულ შეკითხვებს.

რა მიმართულებების ბიზნესის გამართვას გვირჩევთ ? გავრცელებული შეკითხვა

ზოგადად  მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გირჩევთ ჩაანაცვლოთ მცირე მოცულობის იმპორტირებული საქონელი და სერვისები. მათზე დიდი ალბათობით საქართველოში არის მოთხოვნა, რადგან იმპორტირება ხდება.
კონკრეტული პასუხის გასაცემად, კი საჭიროა  გაანალიზდეს რა რესურსები გაქვთ რეალურად –  თანხა, მიწა, შენობა და ა.შ.  უნდა გაითვალისწინოთ საკადრო რესურსებიც. კადრები ჭირს , ძალიან ჭირს. საუკეთესო ვარიანტია თქვენი პირად შრომის გათვალისწინებაც .
თქვენი საქონლის ფასები უნდა იყოს კონკურენტული. ამისათვის კი ძალიან დეტალური გათვლებია საჭირო, ანუ მაღალი დონის ბიზნეს-გეგმა.


რა მინიმალური თანხაა საჭირო საქართველოში ბიზნესის დასაწყებად ? ყველაზე გავრცელებული შეკითხვა

ეს ყველაზე გავრცელებული შეკითხვაა . ამავე დროს – არასწორი.
ემიგრანტების უმეტესობას საქართველოში აქვს რესურსები : მიწა, სახლი, ახლობლები . თვითონაც, სავარაუდოდ უკვე აქვს  ხედვები, ბევრმა სპეციალობა ან საქმიანი უნარები აითვისა.
ძირითადი რესურსები არის სწორედ ეს.
ცხადია თანხაც საჭიროა, მაგრამ მისი რაოდენობა დამოკიდებულია ჩამოთვლილ რესურსებზე და მენეჯმენტის უნარზე.
ჯობს დაიწყოთ მცირედით და თანდათან გააფართოოთ. მთავარია იდგეთ სწორ მიმართულებაზე.
არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ მონდომებულმა პირმა, საკმაოდ კარგი ბიზნესის განვითარება შეძლო მინიმალური რესურსებით.


უჭერს თუ არა სახელმწიფო ბიზნესის განვითარებას მხარს?

ცალსახად უჭერს . ყოველ შემთხვევაში მცირე და საშუალო ბიზნესს. არის ფონდები, გრანტები შეღავათიანი კრედიტები. ცხადია რესურსებზე კონკურენციაც მაღალია.
თეორიულად შეიძლება ამდონორულ  რესურსებზე ააგოთ თქვენი გეგმები, მაგრამ ჯობს დაიწყოთ დამოუკიდებლად და პარალელურად ეძებოთ დონორული დახმარებები. როცა, თვითონ არაფერი გაგიკეთებიათ იმ მიმართულებით, რომელზეც თანხებს სხვას თხოვთ –  ძნელია ფონდი ან ბანკი დაარწმუნო. ჯობს , თუნდაც მცირე მასშტაბებში დაიწყოთ დამოუკიდებლად.


უცხოეთიდან მომავალთა საგრანტო დახმარება უცხოეთში

ამგვარი პროგრამები კორონამდე იყო. აფინანსებდნენ  მაგ. პარიზის და მარსელის მერიები ვისაც წასვლა უნდოდა- მცირე თანხით. სავარაუდოდ, უკვე შეწყდა.


რითი უნდა დაიწყოს ემიგრანტმა საქართველოში ბიზნესის გამართვა?

პირველი, რაც ჩვენი აზრით უნდა გააკეთოთ მიმართოთ კარგ კონსულტანტს და თხოვოთ შეგირჩიოთ ბიზნესისათვის სწორი მიმართულება. ეს არის საფუძველი, რაზეც იგება შემდეგი მოქმედებები. ბიზნესის მიმართულების არჩევისას , ემიგრანტებში, ყველაზე გავრცელებულია ორი შეცდომა:
— ცდილობენ იგივე მიმართულებები აღადგინონ, რაც მეხსიერებას ძველი დროიდან ჩარჩა. ეს უმეტეს შემთხვევაში არარეალურია. დღეს , საქართველოში ბიზნესის ყველა ნიშა, თუკი იგი კარგ მოგებას იძლევა ათვისებულია. თუ რაიმე არაა  ათვისებული – ე.ი. არსებობს ობიექტური მიზეზი, რაც მის განვითარებას უშლის ხელს.
— მეორე , ჩვენი აზრით, ყველაზე გავრცელებული შეცდომაა მიმბაძველობა. ბიზნესის დაწყების მსურველი ცდილობს იგივე ბიზნესი ააწყოს, რაც სხვამ უკვე ააწყო. ესეც დიდი შეცდომაა. თქვენი ბიზნესი
უნდა იყოს ორიგინალური, თქვენი, გარკვეული მასშტატებით – ინოვაციური.

ბიზნესის იდეის შერჩევა, რომელიც მაქსიმალურად იქნება თქვენს პორობებზე მორგებული არის პირველი ამოცანა, რომელც კონსულტანტებს უნდა დაუსვათ.
საქართველოში  არაერთი მაღალი რანგის კონსულტანტია, რომლებიც ფლობენ შესაბამის ინფორმაციებსა და უნარებს. მათ შეუძლიათ გაგიწიონ კონსულტაცია. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენც.

სკაიპი: medgeo.net ან ელფოსტაზე: Caumednet@gmail.com, ტელ .: 577  235 400


❖ ბიზნეს გეგმების მოსამზადებად და კონსულტაციებისათვის: 577 235 400, Caumednet@gmail.com , skype- medgeo.net 
❖ იხილეთ აგრეთვე ბმები:
—  ბიზნეს-გეგმების დაწერა, კონსულტაციები, მომზადება  
—  იმპორტ ჩანაცვლებადი ბიზნეს-გეგმები 
—  დისტანციური კონსულტაციები იმპორტ ჩანაცვლებადი საგრანტო მიმართულების ასარჩევად  
—  1001 წარმატებული ბიზნეს გეგმა თქვენი ბიზნესისათვის  
—  ინოვაციური ბიზნეს-გეგმების მომზადება 
—  საგრანტო განაცხადის შევსება
–   იურიდიული პორტალი
–  ბიზნეს გეგმები სპეციალურად სამცხე-ჯავახეთისათვის
–  ბიზნეს-გეგმები მეფუტკრეობის დარგში – დარგის განვითარების ახალი რესურსები

ბიზნეს-გეგმები ემიგრანტებისათვის

Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...