დიასპორა საფრანგეთში , სერვისები ემიგრანტებისათვის

დიასპორა საფრანგეთში
წინამდებარე პოსტში განსათავსებლად, მოგვაწოდეთ ინფორმაცია ქართული დიასპორის შესახებ.
შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენი საიტების ლინკებიც , სარეკლამო ტექსტები და სხვა , რაც დისაპორისა და საქართველოს კავშირს შეუწყობს ხელს.
კონტაქტი : Caumednet@gmail.com

ჩვენი სერვისები  ემიგრანტებისათვის, რომლებსაც სურთ საქართველოში ბიზნესის გამართვა:

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

  • თქვენი სურვილებისა და რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება.
    ● ინფორმაციების მოწოდება საქართველოში გამოცხადებული საგრანტო კონკურესების შესახებ
    ● საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე
    ● საგრანტო, ლიზინგის , შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება , მათ შორის- ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება.
    ● მიწისა და სხვა საწარმოო რესურსების შეძენის სურვილის შემთხვევაში ინფორმაციის მოძიება და მოწოდება თქვენთვის
    ● ჩვენ ვცდილობთ წამოჭრისთანავე შევქმნათ სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის

წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია – დიასპორა საფრანგეთში

განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქართული ემიგრაციის კონსოლიდაციაში. წმ.ნინოს ეკლესიაში წირვა ქართულ ენაზე აღევლინება. ეკლესია მისი უწმინდესობა მიტროპოლიტ ჟერემის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება. დღეს მრევლის წინამძღვარია პროტოპრესვიტერი არჩილ დავრიშაშვილია, რომელიც განაწესის თანახმად მრევლის კულტურულ ასოციაციას მართავს. ქტიტორი და ხაზინადარი მიშელ ვოდე და ტარიელ ზურაბიშვილი არიან.
კომუნას კათოლიკური ეკლესია წმ.ნინოს კულტურულ ასოციაციას ეთმობა, სადაც დროდადრო მართლმადიდებლური მღვდელთმსახურება იმართება.

წმინდა ნინოს სახელობის ბილინგვური სკოლა  – დიასპორა საფრანგეთში

პარიზში ფუნქციონირებს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიათან არსებული ფრანგულ-ქართული ბილინგვური სკოლა, რომელსაც რუსუდან ნიკოლეიშვილი და ეკატერინე ქუთათელაძე ხელმძღვანელობენ. სკოლაში სწავლა შეუძლიათ, როგორც ქართველი ეროვნების ბავშვებს, ასევე საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს და მათ შთამომავლობას, აგრეთვე, ქართული კულტურითა და ცივილიზაციით დაინტერესებულ ყველა მსურველს.
სწავლა სკოლაში წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო ეკლესიაში კვირაობით 13 საათიდან 18 საათამდე მიმდინარეობს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი : 6-8 როსიერის, 75015, პარიზი
E-mail : ecolegeorgienne@yahoo.fr
დღეს, საფრანგეთში რამოდენიმე ქართული სიმღერის შემსრულებელი ანსამბლი არსებობს: ანსამბლი ,,მარანი”, ფრანგ ქალთა ქართული პოლიფონიის ანსამბლი ,,მადრაკელი , ანსამბლი ,,ქართული ჰარმონია”, ზემოთ ხსენებული ანსამბლი ,,ირინოლა” და ანსამბლი ,,ნიმი”.
www.harmoniegeorgienne.org

საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომო

საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომო 1922 წელს დაარსდა,
ასოციაციას სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდნენ გიორგი ჟურული, ვახტანგ ღამბაშიძე, დავით სხირტლაძე, იოსებ ცინცაძე, შალვა სკამკოჩაიშვილი, შალვა აბდუშელიშვილი, ელისე პატარიძე, ლევან ზურაბიშვილი, ვიქტორ ხომერიკი, თამაზ ნასყიდაშვილი, ოთარ პატარიძე, სერგო მელიავა,  ლია გოგიტიძე, ნოდარ ოდიშელიძე, ტარიელ ზურაბიშვილი, გია სარჯველაძე და ოთარ ზურაბიშვილი.
http://www.georgie-agf.eu

პარიზის ნოე ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის კულტურული გაერთიანება

მისი პრეზიდენტია INALCO -ს პროფესორი შარლ ურჟევიცზი.
ნოე ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის მისამართი:
სურსის ქუჩა # 31, 95 610 ერანი-სურ-უაზი, საფრანგეთი
ნოე ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის ბიუროს მისამართი:
ყირიმის ქუჩა #140, 75019 პარიზი, საფრანგეთი

სტუდენტური ასოციაცია ,,სორბონისაქართველო

სორბონის უნივერსიტეტის, Paris 1-ის სტუდენტური ასოციაცია ,,სორბონი-საქართველო” არის პირველი ქართული ასოციაცია საფრანგეთში, რომელიც 2005 წლის 26 მაისს დაარსდა. ასოციაციის პრეზიდენტია დავით გეწაძე.
მისი მიზანია საფრანგეთში არსებული საქართველოს საელჩოს, საქართველოში არსებული საფრანგეთის საელჩოს, ფრანკოფონული ქართული ცენტრის და ალექსანდრე დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრის თანამშრომლობის მეშვეობით გააშუქოს სტუდენტური საქმიანობები და დაეხმაროს ქართველ სტუდენტებს საფრანგეთის სასწავლებლებში თავისუფლად ინტეგრაციაში.
სტუდენტური ასოციაცია ,,სორბონი-საქართველო”-ს მისამართი : ლიბერტეს ქუჩა №31, 93 200 სენ-დენი.

კავკასიური სახლი (ხელოვნების გალერეა და ტრადიციული სამზარეულო)

კავკასიური სახლი 2002 წელს პარიზის ერთ-ერთ უძველეს უბანში გაიხსნა. კავკასიური სახლი ორი ნაწილისაგან შედგება: გალერეა, სადაც უნიკალური ნამუშევრებია გამოფენილი და ქართული რესტორანი, სადაც ტრადიციული ქართული კერძებია წარმოდგენილი.
მისამართი : კარდინალ ლემუენის ქუჩა №68, 75005 პარიზი

,,ქართული სახლი” (რესტორანი პარიზში)

მისამართი : საბოტის ქუჩა №3, 75006 პარიზი

ქართული რესტორანი ,,ფიროსმანი” და რესტორანი ,,ჩემი პატარა საქართველო”

,,ჩემი პატარა საქართველოს” მისამართი :
სენტ მალენის ქუჩა № 27, 35 000 რენი.
რესტორან ,, ფიროსმანის” მისამართი :
ბუტებრის ქუჩა № 6, 75 005 პარიზი.

საფრანგეთში საქართველოს შესახებ 4 ძირითადი საიტი არსებობს :

http://samchoblo.org (საიტი დაარსებულია ბატონი ოთარ პატარიძის მიერ) ;
http://colisee.org (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან სოლიდარობის კომიტეტის საიტი, რუბრიკას საქართველოს შესახებ  ბატონი მირიან მელუა ხელმძღვანელობს) ;
http://georgie-agf.eu (საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს საიტი, რომელიც ამჟამად განახლების პროცესშია);
(საფრანგეთში ხალხური პოლიფონიური სიმღერების შემსრულებელი ანსამბლ ,,ქართული ჰარმონიის” საიტი).

Facebook Comments