გრანტის განაცხადი . იდეის ანალიზი . შევსება – 577 235 400

გრანტის განაცხადი -ს შესავსებად ხშირად მიმართავენ კონსულტანტებს. რას ნიშნავს განაცხადის შევსება და რა სამუშაო უნდა შესრულდეს ამის შესავსებად?

ვის შეიძლება მიმართოთ განაცხადის შესავსებად ?

577 234 400 ; Caumednet@gmail.com ; skype- medgeo.net . ცხადია არსებობს კონსულტანტთა სხვა ჯგუფებიც

რა არის გრანტის განაცხადი ? საგრანტო განაცხადი ?

თითქმის ყოველთვის საგრანტო განაცხადი არის საგრანტო ბიზნეს-გეგმის მოკლე ვერსია.  იმისათვის, რომ განაცხადი სრულად შეავსოთ ბიზნეს-გეგმა ბოლომდე უნდა გქონდეთ გააზრებული და გათვლილი.
ხშირია მომართვა – მე ყველაფერი ვიცი , მოგიყვებით და 2 ფურცელია შესავსები, უბრალოდ წერის დრო არ მაქვს. ეს იმდენად გულუბრყილო შეხაედულებაა  კრიტიკაც არ ღირს.
უნდა გვახსოვდეს- ბიზნეს გეგმის განაცხადი, უბრალოდ ბიზნეს-გეგმის მოკლე ვერსიაა. იგი შეიცავს საკონტროლო კითხვებს , რომელიც დონორ აინტერესებს. მათზე არასწორი
პასუხების გაცემა (მოგონილი პასუხების) უბრალოდ დაგაკარგინებთ დროს და მეორე ტურში მაინც დატოვეთ კონკურსს.

როგორ ავსებენ კონსულტანტები განაცხადს?

 

თუ ბიზნეს-გეგმა არ არსებობს ექსპერტები ეყრდნობიან თავიათ გამოცდილებას და იღებენ საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს.


❖   ბიზნეს გეგმების მოსამზადებისა და კონსულტაციებისათვის : 577 235 400 , Caumednet@gmail.com ,გრანტის განაცხადი -ს შევსება 577 235 400       skype- medgeo.net 
❖ იხილეთ აგრეთვე :
–    ბიზნეს-გეგმების დაწერა, კონსულტაციები, მომზადება
–    იმპორტ ჩანაცვლებადი ბიზნეს-გეგმები



–    დისტანციური კონსულტაციები იმპორტ ჩანაცვლებადი საგრანტო მიმართულების ასარჩევად
–    1001 წარმატებული ბიზნეს გეგმა თქვენი ბიზნესისათვის  
–    შეღავათიანი კრედიტების ბიზნეს-გეგმების მომზადება (შედგენა)

–    იურიდიული პორტალი

სადემოსტრაციოდ მოგვყავს ერთ-ერთი ფონდის განაცხადის ფორმა

1-7 ორგანიზაციის წარდგინება

1. პროექტის სახელწოდება:
2. პროექტის მიზანი (ერთი წინადადებით):
3. პროექტის ამოცანები (1-2 ამოცანა):
4. პროექტის ხანგრძლივობა (თვეები):
5. მოთხოვნილი თანხა (ლარში):
6. პროექტის დირექტორი (სახელი/გვარი და თანამდებობა):
7. საკონტაქტო ინფორმაცია:
• ორგანიზაციის სახელი რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით (როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად) და ორგანიზაციის იურიდიული სტატუსი
• მისამართი და საფოსტო ინდექსი:
• ტელეფონი/ფაქსი:
• ელექტრონული ფოსტა:
• ვებ-გვერდი:

8. პრობლების აღწერა:

აღწერეთ ის გარემოება, რომლის გამოწორებასაც ემსახურება პროექტი. მიუთითეთ მხოლოდ ის ფაქტორები, რომელთაც პროექტის ფარგლებში შეეხებით. ყურადღება გაამახვილეთ პროექტის ბენეფიციარებსა და მათ ძირითად მახასიათებლებზე (განსაკუთრებით გენდერისა და უმცირესობების ნიშნით) და მიუთითეთ მათი მიახლოებითი რაოდენობა.

9. პროექტის შესაბამისობა ევროპის ფონდის ღია კარის საგრანტო პროგრამის პრიორიტეტებთან

გთხოვთ, დაასაბუთოთ პროექტის შესაბამისობა ევროპის ფონდის ღია კარის საგრანტო პროგრამის მიზნებსა და პრიორიტეტებთან.

10. პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის აღწერა:

წარმოადგინეთ პროექტის მოკლე სამოქმედო გეგმა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი განაცხადი მოიცავს კვლევას, მოკლედ აღწერეთ ის მეთოდოლოგია, მოდელიტექნოლოგიები და მექანიზმები, რომლებიც კვლევის პროცესში იქნება გამოყენებული.

11. რისკის ფაქტორების აღწერა:

მოკლედ აღწერეთ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკის ფაქტორები და მათი შემცირების გზები. ასახეთ ყველა ის შესაძლო ზიანი, რაც უმცირესობათა წარმომადგენლებს, განსხვავებულ თემებს შორის არებულ ურთიერთობებსა და კავშირებს შეიძლება მიადგეთ თქვენი პროექტის განხორციელების შედეგად.

12. გადაეცა თუ არა პროექტი სხვა დონორ ორგანიზაციებს?

დადებითი პასუხის შემთხვევაში, მიუთითეთ ეს ორგანიზაციები და განაცხადის შეტანის თარიღი.

13. პარტნიორები/კონკურენტები/ქსელები:

მიუთითეთ ის ორგანიზაციები, რომლებიც მსგავს პროექტებს ახორციელებენ საქართველოში. რა დამატებით ღონისძიებებს ითვალისწინებს თქვენი პროექტი, რომლებიც აღნიშნული პრობლემის გადაჭრას უკეთ შეუწყობს ხელს? ასევე, მიუთითეთ თქვენი პროექტის პარტნიორები/ქსელი (ასეთების არსებობის შემთხვევაში). საერთაშორისო/საზღვრისპირა პროექტების შემთხვევაში, მიუთითეთ პარტნიორი ორგანიზაციები, ქვეყნები, ან თემები რომელთაც ეს ორგანიზაციები წარმოადგენენ.

14. პროექტის მოსალოდნელი შედეგები და მისი გრძელვადიანი გავლენა:

აღწერეთ პროექტის მოსალოდნელი შედეგები და მათი მდგრადობა. თუ პროექტი ითვალისწინებს ახალი ორგანიზაციის (მაგალითად, რესურსცენტრის) და/ან კოალიციის შექმნას, გთხოვთ, აღწეროთ, როგორ იქნება აღნიშნული ინსტიტუციის მდგრადობა უზრუნველყოფილი პროექტის დასრულების შემდგომ. მიუთითეთ, რა დადებით შედეგს მოიტანს პროექტი ქალებისა და მამაკაცებისათვის და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი, ასევე სექსუალური უმცირესობების ჯგუფების წარმომადგენლებისათვის. როგორ უზრუნველყოფთ ქალებსა და მამაკაცებზე აგრეთვე, უმცირესობათა წარმომადგენლებზე, განსხვავებულ თემებს შორის არებულ ურთიერთობებსა და კავშირებზე მოულოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებას გრძელვადიან პერსპექტივაში?

15. პროექტის დამატებითი სარგებელი და ინოვაციურობა:

აღწერეთ, რა დამატებით სარგებელს მოიტანს თქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტი, სხვა მსგავსი პროექტებისგან განსხვავებით? რაში მდგომარეობს პროექტის იდეის ინოვაციურობა?

16. ორგანიზაციის შესაბამისი გამოცდილება:

მოკლედ აღწერეთ თქვენი ორგანიზაციის მიერ აღნიშნულ სფეროში განხორციელებული პროექტები. თუ თქვენს ორგანიზაციას ამ სფეროში სათანადო გამოცდილება არა გააჩნია, აღწერეთ, როგორ მოხდება კვალიფიციური თანამშრომლების შერჩევა და/ან დაქირავება. თუ განაცხადი ნაწილობრივ მაინც მოიცავს კვლევას, მიუთითეთ თქვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების რაოდენობა და ტიპი; სად გამოქვეყნდა და რამდენად ხშირად ხდება მათი ციტირება. მოკლედ აღწერეთ პროგრამებში ან პროექტებში გენდერული ასპექტების გათვალისწინების კუთხით თქვენი ორგანიზაციის გამოცდილება; აგრეთვე, თქვენი ან თქვენი პარტნიორი ორგანიზაციის/ქსელის საქმიანობაში უმცირესობათა საკითხების გათვალისწინების კუთხით არსებული გამოცდილება.

Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...