ბიზნეს გეგმების მომზადება Green Card მისაღებად . Viber 577 235 400

აშშ-ში ემიგრაცია – რთული და ხარჯიანი პროცესია.  ამ პროცესის  წარმატება, ხანგრძლივობა და ხარჯები იურისტის კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული. მაძიებლები იურისტს აშშ-ში ირჩევენ და მთელი პროცესი მისი მართვით მიმდინარეობს.

ბიზნეს გეგმების მომზადება Green Card მისაღებად

ემიგრაციის რამდენიმე გზა არსებობს. მათ შორის, ბევრი ექსპერტის აზრით, ყველაზე ეფექტურია ემიგრაცია ინვესტიციის ან დასაქმების გზით.
ამ გზის არჩევის შემთხვევაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც დაგჭირდებათ არის ბიზნეს-გეგმა ანუ, ამერიკაში ბიზნესის აწყობის გეგმა. გასაგებია, რომ ეს რთული და ძვირიანი ნაშრომია. ამგვარი სამუშაო აუცილებლად საემიგრაციო ადვოკატის (იურისტის) მეთვალყურეობით მიმდინარეობს.
ჩვენ გთავაზობთ ამგვარი ნაშრომის მომზადებას, თუკი გაქვთ რეალური იდეა ან შესაბამისი პროფესია.

რა არის აშშ-ს მუდმივი რეზიდენტი?

მწვანე ბარათი, ანუ Green Card, აშშ-ს საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ამ სტატუსს აშშ-ს მუდმივი რეზიდენტი ეწოდება და მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი (Social Security Number).

რა უფლებებს იძლევა მწვანე ბარათი?

მწვანე ბარათის ფლობა არ ნიშნავს აშშ-ს მოქალაქეობის მიღებას. მოქალაქეობა ცალკე მდგომი, უმაღლესი სტატუსია. მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც შეუძლია, მაშინ, როცა მწვანე ბარათის მფლობელს ამის უფლება არ აქვს.ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუბრკოლებლად დატოვოთ შეერთებული შტატები და შემდეგ ისევ დაუბრკოლებლად დაბრუნდეთ.

გრინკარტის”  დასაქმებით ან ინვესტიციით მიღების გზა

ამ გზის სამი მიმართულებაა. ჩვენ შევჩერდებით მხოლოდ პირველ მიმართულებაზე

  1. “  გრინ-კარტის ” ინვესტიციის ან დასაქმების გზით მიღება.
    ასეთი ნებართვა შეგიძლიათ მიიღოთ ინვესტიიცის ჩადებით ან რაიმე საქმიანობის წამოწყებით რომელიც ქვეყანაში შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს ამერიკელებისთვის.
    გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში თქვენ გჭირდებათ ძალიან ძლიერი, რეალური, დასაბუთებული ბიზნეს გეგმა. ისეთი, ჩვენ რომ ვწერთ.
  2. “ გრინ-კარტის” მიღება სამსახურის შემოთავაზებით.
    ეს ძალიან რთული და ხარჯიანი პროცესია, რომელიც დამსაქმებელმა უნდა ჩაატაროს ამერიკაში.
  3.  “ გრინ-კარტა” განსაკუთრებული პროფილის სპეციალისტებისთვის.
    განსაკუთრებული პროფილის სპეციალიტი თუ ბრძანდებით, როგორ უნდა მოიქცეთ „ მწვანე ბარათის „  მისაღებად, კარგად გეცოდინებათ.

_____________________________________________________

Facebook Comments