ორგანული სოფლის მეურნეობის ბიზნეს გეგმები

ორგანული სოფლის მეურნეობის ბიზნეს გეგმები -ს მომზადება – 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება.
    ● ინფორმაციების მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ
    ● საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე
    ● საგრანტო, ლიზინგის , შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება , მათ შორის- ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება.
    ● მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში
    ● ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება
    ● საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება
    ● დიდ მოქმედ საწარმოებს და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში
    ● სპეციალური სერვისები უცხოეტში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის

ორგანული სოფლის მეურნეობა

ტერმინ „ორგანულ სოფლის მეურნეობას“ მრავალგვარი განმარტება და განსაზღვრება აქვს.
მაგრამ ყველა ისინი ერთმანეთს ემსგავსება  იმაში, რომ ეს არის ისეთი სისტემა, რომელიც მიმართულია  ეკოსისტემის მართვისაკენ და არა შიდა სასოფლო-სამეურნეო რესურსების გამოყენებისაკენ.

ავტორი და წყარო : ნ. ნაკაშიძე     დ. ჯაში  ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტი,  აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტი.წყარო: http://bioagro.ge/blog/ra-aris-organuli-sophlis-meurneoba.html

ეს არის სისტემა, რომელიც ითვალისწინებს პოტენციურ მომაკვდინებელ გავლენას ეკოლოგიაზე და ადამიანზე.
ისეთი სინთეტიკური დანამატების, როგორიცაა სინთეზური სასუქები და პესტიციდები, ვეტერინალური სამკურნალო პრეპარატები, გენეტიკურად მოდიფიცირებული თესლები და შინაური საქონლის სახეობები, კონსერვანტები, დანამატები და რადიაციული გამოსხივება.

ორგანულ სოფლის მეურნეობაში ყველა ეს მეთოდი იცვლება განსაკუთრებული ხერხებით  და პრაქტიკით, რომელიც ინარჩუნებს და ზრდის ნიადაგის ნაყოფიერების ხანგრძლივობას, აფერხებს მავნებლების გამრავლებასა და დაავადებების რიცხვის ზრდას.

ორგანული სოფლის მეურნეობა – არის წარმოების მართვის მთლიანი, სრულყოფილი სისტემა, რომელიც ხელს უწყობს აგროეკოსისტემების  შენარჩუნებას  და უზრუნველყოფს  მათ სიჯანსაღეს, მოიცავს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას, ბიოლოგიურ ციკლებს და ნიადაგის ბიოლოგიურ აქტიურობას.

ეს სისტემა ეყრდნობა პრაქტიკით მიღებულ მართვის პრინციპებს. ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კონკრეტული რეგიონალური პირობები მოითხოვენ განსაკუთრებულ, ადაპტირებულ სისტემებს თითოეული რეგიონისათვის. ყველა ეს პროცესი მიმდინარეობს, სადაც კი შეიძლება აგრონომიული, ბიოლოგიური და მექანიკური მეთოდების გამოყენებით, სინთეზური მასალების გამოყენების გარეშე შიგა სისტემების ფუნქციონირება და უზრუნველყოფა.

ორგანული სასოფლო–სამეურნეო წარმოება არის მართვის ერთიანი სისტემა, რომელიც ზრდის და აძლიერებს აგროეკოსისტემების განვითარებას, ბიომრავალფეროვნების, ბიოლოგიური ციკლის და ნიადაგის ბიოლოგიური აქტივობის ჩათვლით  ფერმერულ რესურსთან შედარებით.

ის უპირატესობას ანიჭებს მართვის პრაქტიკის გამოყენებას და ითვალისწინებს ფაქტორს, რომ რეგიონალური პირობები მოითხოვს ადგილობრივად ადაპტირებულ სისტემებს, რაც მიიღწევა შესაძლო კულტურული, ბიოლოგიური და მექანიკური მეთოდებით   ხელოვნური ნივთიერებების გამოყენების გარეშე.

ორგანული სასოფლო–სამეურნეო წარმოება იმ მეთოდოლოგიების ფართო სპექტრის ნაწილია, რომლებიც გარემოს დაცვას უჭერს მხარს. ორგანული გზით მიღებული პროდუქციის სისტემები ეყრდნობა პროდუქციის სპეციფიურ და განსაზღვრულ სტანდარტებს, რომლებიც გამიზნულია ოპტიმალური აგროეკოსისტემების მისაღწევად და მისაღებია სოციალურად, ეკოლოგიურად და ეკონომიურად.

ორგანული სასოფლო–სამეურნეო წარმოება დაფუძნებულია გარეშე დანამატების მინიმალურ გამოყენებაზე და ერიდება ხელოვნური სასუქებისა და პესტიციდების მოხმარებას. ორგანული სასოფლო–სამეურნეო წარმოება ვერ უზრუნველყოფს, რომ პროდუქცია მთლიანად თავისუფალი იყოს  ნარჩენებისაგან, რაც გარემოს დაბინძურებითაა გამოწვეული. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ზომებია მიღებული  ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების შესამცირებლად.

ორგანული სურსათის მიმწოდებლები, დამამუშავებლები, გამყიდველები იცავენ არსებულ სტანდარტებს, რათა შეინარჩუნონ ორგანულად მიღებული სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის მთლიანობა. ორგანული სასოფლო–სამეურნეო წარმოების ძირითადი მიზანია უზრუნველყოს ურთიერთდამოკიდებული ერთობის: ნიადაგის, მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობა და პროდუქტიულობა.

ორგანული სოფლის მეურნეობის სისტემა და მის მიერ წარმოებული პროდუქტები ყოველთვის არაა სერთიფიცირებული. ამ შემთხვევაში მას უწოდებენ „არასერთიფიცირებულ ორგანულ მეურნეობას ან პროდუქტებს“. აქ არ ერთიანდება სისტემები, რომლებიც არ იყენებენ სინთეზურ დანამატებს, მაგრამ არ გააჩნიათ ნიადაგის რეკონსტრუქციის გამოცდილება.

ორგანულ სოფლის მეურნეობაზე მოქმედებს სამი განსხვავებული მამოძრავებელი ძალა:

  • მოთხოვნილებაზე და ბაზარზე ორიენტირებული ორგანული სოფლის მეურნეობააქ წარმოებული პროდუქტები გამოკვეთილად იდენტიფიცირდებიან, როგორც ორგანული, ექვემდებარება შესაბამის სერთიფიცირებას და შეფუთვას. მომხმარებელი ამ შემთხვევაში თავად ახდენს გავლენას ორგანულ წარმოებაზე.
  • მომსახურებაზე ორიენტირებული ორგანული სოფლის მეურნეობა. ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში შექმნილია ფონდები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანულ სოფლის მეურნეობას სუბსიდიებით, რომელიც აწარმოებს ეკოლოგიურ პროდუქციას და მომსახურებას. მაგალითად როგორიცაა ბრძოლა გრუნტის წყლების გაჭუჭყიანების წინააღმდეგ, ანდა შედარებით მდიდარი და ბიოლოგიურად მრავალფეროვანი ბუნებრივი ლანდშაფტის შექმნა.
  • ფერმერებზე ორიენტირებული ორგანული სოფლის მეურნეობა.ზოგიერთი ფერმერი თვლის, რომ სოფლის მეურნეობის ტრადიციული მეთოდები არარაციონალური და მავნეა, შესაბამისად თავად ამუშავებენ საკუთარ ალტერნატიულ მეთოდებს, რათა გაამყარონ ოჯახის ჯანმთელობა, ფერმის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა, ან კიდევ საკუთარ ძალაში მოიპოვონ დამაჯერებლობა.

ბევრ განვითარებად ქვეყანაში ორგანული სოფლის მეურნეობის მეთოდები გამოიყენება საკვებ პროდუქტთა უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის, რომელიც მოჰყავთ მეურნეობაში, ასევე შიგა რესურსების შესყიდვაზე დანახარჯების შემცირებისათვის. ასეთი მეურნეობების პროდუქცია არაა აუცილებელი მოხვდეს ბაზარზე, ანდა შეიძლება გაიყიდოს ნებისმიერ ფასად, რადგან ის არ არის სერტიფიცირებული.

განვითარებულ  ქვეყნებში წვრილი ფერმერები ცდილობენ თავიანთი ორგანულად წარმოებული, მაგრამ არასერტიფიცირებული პროდუქტები გაიტანონ პირდაპირ მომხმარებელზე. აშშ-ში წვრილი ფერმერების პროდუქტები, რომლებიც ყიდიან მცირე რაოდენობის ორგანულ პროდუქციას, სერტიფიცირებას არ ექვემდებარება.

ორგანული წარმოების სისტემა მიმართულია:

– ნიადაგის ბიოლოგიური აქტივობის გაზრდისაკენ;

– ნიადაგის ნაყოფიერების ხანგრძლივობის შენარჩუნებისაკენ;

– მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნარჩენების რეცირკულაციისა და საკვები ნივთიერებების აღდგენისაკენ, რაც აღუდგენელი რესურსების გამოყენებას შეამცირებს;

– ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო სისტემებში აღდგენად რესურსებზე დაყრდნობისაკენ;

– ნიადაგის, წყლის და ჰაერის ჯანსაღი გამოყენებისაკენ. ამასთან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად გამოწვეული დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანისაკენ;

– სასოფლო-სამეურნეო პროდუქტთან შეხებისას ისეთი მეთოდების გამოყენების დამუშავებისაკენ, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანულ ერთიანობას და პროდუქტის სასიცოცხლო თვისებების ყველა საფეხურზე შენარჩუნებას;

– ყველა არსებულ ფერმაში, კონვერსიის პერიოდის მეშვეობით, ხანგრძლივობის განსაზღვრული სპეციფიური ფაქტორების დაფუძნებისაკენ, როგორიცაა მიწის ისტორია და მარცვლეულისა და პირუტყვის სახეობა.

ორგანული წარმოების მეთოდები მიისწრაფის ეკოსისტემების ზრდისაკენ,

პროდუქტიულობის ამაღლებისაკენ, უზრუნველყოფს სარეველების, მავნებლების და დაავადებების კონტროლს, მცენარეული და ცხოველური ნარჩენების კვლავწარმოებას, თესლბრუნვას და შერჩევას, წყლის რეგულირებას, ნიადაგის დამუშავებას.

ამ სისტემების გამოყენებით იზრდება ნიადაგის ნაყოფიერება, რომელიც მიიჩნევს, რომ ნიადაგის ბიოლოგიური აქტივობა, ფიზიკური და მინერალური ბუნება მცენარისა და ცხოველისათვის უზრუნველყოფს ბალანსირებულ საკვებს და ხელს უწყობს მიწის რესურსების შენახვას.

წარმოება უნდა ხასიათდებოდეს მდგრადობით მცენარეებისათვის აუცილებელი კვების პროდუქტების კვლავწარმოების ზრდის მეშვეობით, რაც სასუქების მოხმარების სტრატეგიის  განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მავნებლებისა და დაავადებების კონტროლის მენეჯმენტი მიიღწევა გადამტანის, მავნებლის ბალანსირებული ურთიერთობის, სასარგებლო მწერების პოპულაციის ზრდის, ბიოლოგიური კონტროლის, მავნებლებისა და მცენარეების დაზიანებული ნაწილების მექანიკური ლიკვიდაციის მეშვეობით.

ორგანული მესაქონლეობის განვითარება ეფუძნება მიწას, მცენარისა და პირუტყვს შორის ურთიერთობის ჰარმონიზაციას, პირუტყვის ფიზიოლოგიურ საჭიროებებს, რაც  მიიღწევა ცხოველის შესაბამისი ხარისხის ორგანულად მიღებული საკვებით უზრუნველყოფით, მეცხოველეობის პრაქტიკის ცოდნით, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს ცხოველთა შორის სტრესსა და დაავადებებს, უზრუნველყოფს ცხოველთა ჯანმრთელობას, თავიდან იცილებს დაავადებებს და ერიდება ალოპათიური ვეტერინალური წამლების გამოყენებას ანტიბიოტიკების ჩათვლით.

ორგანული სოფლის მეურნეობის საგანი, ამოცანები და მნიშვნელობა

მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ქიმიური და მძიმე მრეწველობის განვითარებას მოჰყვა  სოფლის მეურნეობაში ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების აქტიური დანერგვა, რამაც ერთგვარი რევოლუცია მოახდინა აგრარულ დარგში, კერძოდ, გაიზარდა მოსავლიანობა, შემცირდა ხელით შრომა და შესაბამისად შემცირდა პროდუქციის თვითღირებულებაც, მზარდი მოსახლეობა უზრუნველყოფილი გახდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით.

სურსათით მოსახლეობის უზრუნველყოფა ერთგვარად წყვეტდა  შიმშილის პრობლემას, მაგრამ დროთა განმავლობაში მეცნიერებისა და პრაქტიკოსი გლეხების მიერ დადგენილ იქნა, რომ მოსავლიანობის ზრდასთან ერთად იმატა მცენარეთა მავნებელ-დაავადებათა რიცხვმა, ამაღლდა  მათი გამძლეობა ქიმიური პრეპარატების მიმართ. მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ  საბრძოლველად საჭირო გახდა ახალი ქიმიური საშუალებების  შექმნა, მათი  ასორტიმენტისა და დოზების გაზრდა.

ქიმიური სასუქების ინტენსიური გამოყენება ერთის მხრივ ზრდიდა მოსავლის რაოდენობას,  მაგრამ მეორეს მხრივ აბინძურებდა გარემოს,  აუარესებდა ნიადაგის ნაყოფიერებას. ამავ დროულად  ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა-გაზრდა ქიმიური სასუქების   გაზრდილი დოზებით გამოყენება ჯამში საბოლოოდ ხდიდა სოფლის მეურნეობას სულ უფრო დამოკიდებულს ქიმიურ ინდუსტრიაზე.

ქიმიური საშუალებების მზარდი დოზებით გამოყენება კი მავნე ზეგავლენას ახდენდა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე გარემოზე, თავი იჩინა ადამიანის ათასნაირმა დაავადებებმა, დაირღვა ბუნებაში ეკოლოგიური წონასწორობა, და  რაც მთავარია, ასეთნაირად მოყვანილი პროდუქცია ნაკლები საყუათო ღირებულებებით ხასიათდება.

მე-19 საუკუნის დასაწყისში შვეიცარიელმა მეცნიერმა ჰანს მიულერმა საფუძველი ჩაუყარა ორგანული სოფლის მეურნეობის კონცეფციას.

1921 წელს შვეიცარიაში მან დააფუძნა გლეხთა მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა გლეხთა ცნობიერების ამაღლებას, რათა შეძლებოდათ  საზოგადოებაში თავისი ადგილი ეპოვათ. ჰანს მიულერმა მეუღლესთან მარია მიულერთან და ექიმ ჰ.პ. რუშთან ერთად შეიმუშავეს ბიოორგანული მიწათმოქმედების საფუძვლები, რაც გულისხმობდა:

– განთავისუფლებას  ქიმიურ მრეწველობაზე დამოკიდებულებისაგან,  კერძოდ,  ქიმიური სასუქებისა და სხვა საშუალებების გამოყენების შეზღუდვას, მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისათვის საკუთარი მეურნეობის რესურსების მაქსიმალურ გამოყენებას.

– დამოუკიდებლობის მიღწევას პროდუქციის გასაღებაში, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებით საკუთარი ბაზრის მოპოვებას, იმ მომხმარებელზე გათვლით, რომელიც დაინტერესებულია საღი საკვებითა და სუფთა გარემოთი.  1946 წელს, გაკეთებული დასკვნების საფუძველზე, ჰ. მიულერმა დაარსა საწარმოო-სავაჭრო კოოპერატივი AVG, რომელიც შვეიცარიაში დღესაც ასაღებს ბიოორგანულ ნაწარმს და ცნობილია  „AVG ბიობოსტნეულის“ სახელწოდებით. ჰ. მიულერის იდეები გამოიყენეს დასავლეთ გერმანიის ფერმერებმა და 1971 წელს შექმნეს გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავდა ხელის შეწყობას ბიოორგანული მიწათმოქმედების და მებაღეობის განვითარებისათვის.  მოგვიანებით გაერთიანებას „ბიოლანდი“ უწოდეს.  1991 წელს გაერთიანებამ გამოსცა დირექტივები და რეგისტრაციაში გაატარა სავაჭრო ნიშანი „Bioland.

მე-20 საუკუნის ოციანი წლების დასაწყისში ცნობილმა ავსტრიელმა მეცნიერმა რუდოლფ შტაინერმა  სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის, მათი საყუათო ღირებულებების, მავნებელ-დაავადებათა საგრძნობლად მატების  და სხვა საკითხების საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ გააკეთა მნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნული ხელოვნური სასუქებისა და შხამქიმიკატების გამოყენების შედეგია, ქიმიური სასუქები მცენარისათვის არ არის სრულყოფილი საკვები, რადგანაც შეიცავენ მხოლოდ ცალკეულ ელემენტებს ხსნადი მარილების სახით.

მის მიერ ჩამოყალიბებული ბიოდინამიური მეთოდი გულისხმობს სოფლის მეურნეობაში სპეციალური წესით დამზადებული პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც აძლიერებენ მცენარის სასიცოცხლო ძალას. ბიოდინამიური მეთოდის მიხედვით მეტად მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებისას გათვალისწინებული იქნას მცენარეებზე კოსმიური ფაქტორების გავლენა, რომელიც გულისხმობს აგროღონისძიებების ჩატარებას მთვარისა და სხვა პლანეტების განლაგების მიხედვით.

ბუნება მეტად რთული და გაწონასწორებული სისტემაა, რომელიც უამრავ ურთიერთდამოკიდებულ ელემენტებს შეიცავს. მცენარის სრულყოფილი ზრდა-განვითარება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის მის ირგვლივ არსებულ ცოცხალ ორგანიზმებზე, რომელთაგან თუნდაც ერთიც რომ გამოვრიცხოთ, შესაძლოა შეუქცევადი შედეგი მივიღოთ.

ცოცხალ ორგანიზმებს შორის არსებობენ სასარგებლო ორგანიზმები, რომლებზეც ქიმიური საშუალებები დამღუპველად მოქმედებენ, კერძოდ  შხამქიმიკატები სპობენ არამარტო მავნებელ   არამედ სასარგებლო ორგანიზმებსაც, რაც არღვევს ბუნებაში არსებულ წონასწორობას, ეს კი იწვევს გარემოს „დაავადებას“. სწორედ დაავადებული გარემოს შედეგია ნიადაგის გამოფიტვა, ეროზია, მავნებლების „აფეთქებები“ და დაავადებების ეპიდემიები.

 ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ორგანული მეურნეობის ამოცანას წარმოადგენს:  

– ბუნების კანონზომიერებების შესწავლა და მათი გამოყენება მეურნეობრიობაში;

– ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება და შენარჩუნება;

– ბუნებრივი რესურსებისადმი ფრთხილი დამოკიდებულება და მათი შენარჩუნება მომავალი თაობებისათვის;

– შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობა მათი ბუნებრივი ინსტიქტების გათვალისწინებით;

– მეურნეობაში ჩაკეტილი წრებრუნვის მიღწევა;

– მაღალი საყუათო ღირებულების პროდუქციის შექმნა.

ორგანული მეურნეობის ძირითადი მეთოდებია:

– თესლბრუნვის ინტენსიური გამოყენება;

– სიდერაცია; – შეთესვა; – მულჩირება;

– შერეული კულტურების გამოყენება;

– ნიადაგის მექანიკური გაფხვიერება;

– ნიადაგში ორგანული სასუქების შეტანა;

– ნიადაგში ბუნებრივი მინერალური სასუქების შეტანა;

– ცოცხალი ღობეების მოწყობა;

– მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური მეთოდების გამოყენება;

– სარეველა მცენარეთა გავრცელების კონტროლი მექანიკური საშუალებებით;

– აგროვადების ზუსტი დაცვა;

– შინაური ცხოველების ბუნებრივ ქცევაზე ორიენტირებული მოვლა;

– შინაურ ცხოველთა კვება საკუთარ მეურნეობაში მოწეული საკვებით;

აღნიშნულიდან გამომდინარე ორგანულ მეურნეობაში იქმნება ერთგვარი წრებრუნვა-ადამიანი, ცხოველი, მცენარე, ადამიანი.

 

Facebook Comments