კრიზისული ბიზნეს გეგმა და და პოსტკრიზისული ბიზნეს გეგმა გულისხმობს საწარმოს კრიზისის პერიოდში გარდაქმნას. კრიზისის დროს, მთავარი მიზანი საწარმოს გადარჩენაა, მაგრამ ბევრი საწარმო კრიზისიდან ბევრად ძლიერი გამოდის.
როგორ შევადგინოთ ბიზნეს გეგმა ?
ბიზნეს გეგმების შედგენა -ში გამოგადგებათ მასალები , რომლებიც ამ საიტზეა განთავსებული >> > https://biznes-gegma.medgeo.net/ > > > http://www.gen.ge/biznesi/
ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი- medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :● თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა
● ინფორმაცია საგრანტო კონკურესების შესახებ
● საგრანტო განაცხადების შევსება
● საგრანტო,სალიზინგო, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება
ეს კონსულტაციები გაგიადვილებთ ბიზნეს-გეგმების შედგენა -ს. აქვე შეგიძლიათ შეუკვეთოთ ბიზნეს გეგმის სრული მომზადება (დაწერა).
როდის და რისთვის იქმნება კრიზისული და პოსტკრიზისული ბიზნეს გეგმა ?
კრიზისი შეიძლება ბევრი ფაქტორით იყოს გამოწვეული.
საწარმოს შიდა კრიზისები, ანუ კრიზისი , რომელიც მხოლოდ ამ საწარმოსთანადაა დაკავშირებული ძირითადად საწარმოს სისტემურ ანალიზს, მათ შორის – საფინანსო , საკადრო, მარკეტინგულ აუდიტს მოითხოვს .
ამგვარი კრიზისების დროს ბიზნეს-გეგმა ძალიან სპეციფიურია და ზრდის დიდ შესაძლებლობებს არ იძლევა .
არსებობს მეორე ტიპის კრიზისები გლობალური კრიზისები, რომლებიც საწარმოზეც აისახა.
გლობალურ კრიზისებს მოსდევს ეკონომიკის გადანაწილება.
ამ დროს დიდი შანსია საწარმო არა მარტო გამოვიდეს კრიზისიდან, არამედ სრულიად ახალი მასშტაბები მიიღოს.
კრიზისულ პროექტებს, კრიზისულ ბიზნეს-გეგმებს ამზადებენ ორივე შემთხვევაში . მათ მოსამზადებლად შეგიძლიათ მიმართოთ ბანერზე გამოსახულ კოორდინატებზე.
შეუძლია თუ არა ახალ კორონავირუსს დიდი ეკონომიკური ზარალის გამოწვევა? – ამონარიდი კორონავირუსთან დაკავშირებით
ჯერჯერობით მსოფლიო ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი დაკავშირებულია არა ეპიდემიასთან, არამედ მასთან ბრძოლის მეთოდებთან. აშკარაა, რომ ჩინეთის ეკონომიკა დაზარლდება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე აღიარეს, რომ წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, 5%-ზე დაბალი იქნება. კონკრეტულად რამდენით ნაკლები იქნება, ეპიდემიის სიმძიმესა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით ჩინეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან ეპიდემიის ტემპი შემცირდება. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, შესაძლებელია, რომ დანაკარგი უფრო მეტი იყოს, ვიდრე 2003 წლის მწვავე რესპირატორული სინდრომის ეპიდემიის დროს.
ჩინეთის ხელისუფლება მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად შესაბამისი ზომების მიღებას ცდილობს. საახალწლო არდადეგები მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 თებერვლამდე, დიდ ქალაქებში კი 9 თებერვლამდე გაგრძელდა (როგორც წესი, ეს პერიოდი 31 იანვარს სრულდება). შესაძლოა, ვადის გახანგრძლივება კიდევ გახდეს საჭირო, რაც ეპიდემიის გავრცელების ტემპსა და შედეგებზეა დამოკიდებული.
ამით დაზარალდება არა მხოლოდ ჩინეთის ეკონომიკა, არამედ ყველა ის ქვეყანა, რომლებსაც მასთან საწარმოო და სავაჭრო ურთიერთობა აქვს. მაგალითად, ჩინურმა კომპანიებმა სმარტფონების წარმოება გადაავადეს. ეს ეხება როგორც ადგილობრივ პროდუქციას, ისე იმ მოდელებს, რომლებსაც ჩინურ ქარხნებში აწყობენ.
თუ ეპიდემია გაჭიანურდება, საერთაშორისო კომპანიებს მოუწევთ ახალი საწარმოო ქსელების შექმნა, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. შეფერხების შესახებ უკვე განაცხადა უდიდესმა ჩინურმა ელექტრონულმა რითეილერმა AliExpress-მა.
ზარალი ელოდება სატრანსპორტო და ტურისტულ კომპანიებსაც. ეს ეხება არა მხოლოდ ჩინეთის სეგმენტს, რადგან ადამიანების გადაადგილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემცირდება.
ეკონომისტები მთავარ საფრთხედ მაინც ჩინეთის სამომხმარებლო ბაზრის შემცირებას მიიჩნევენ. ეს შეიძლება გლობალური ფინანსური კრიზისის ერთგვარი ბიძგიც კი აღმოჩნდეს.
Moody’s-ის ანალიტიკოსებმა ყურადღება ფერადი მეტალების ფასის ინდექსის შემცირებაზე გაამახვილეს. სწორედ ეს არის მსოფლიო ინდუსტრიული წარმოების საუკეთესო ინდიკატორი. ექსპერტების შეფასებით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ მეტალებზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა, რასაც გლობალური კრიზისის გამოწვევა შეუძლია.
კრიზისის საფრთხე ჩინეთში, ეპიდემიის დაწყებამდეც არსებობდა. მას პეკინსა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო ომს უკავშირებდნენ. 14 იანვარს კი აშშ-მა და ჩინეთმა გააფორმეს გრძელვადიანი შეთანხმება, რომელსაც მოსალოდნელი საფრთხე თავიდან უნდა აერიდებინა. თუმცა ეპიდემიას, რომელმაც ჩინეთის ქარხნების მუშაობა შეაჩერა, ბევრად მეტი ზარალის მიყენება შეუძლია, ვიდრე ჩინურ-ამერიკულ სავაჭრო ომს.
წყარო:
tvalsazrisi.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%99/
ბმები :
❖ ბიზნეს გეგმების მოსამზადებისა და კონსულტაციებისათვის : 577 235 400 , Caumednet@gmail.com , skype- medgeo.net
❖ იხილეთ აგრეთვე :
— ბიზნეს-გეგმების დაწერა, კონსულტაციები, მომზადება
— იმპორტ ჩანაცვლებადი ბიზნეს-გეგმები
— დისტანციური კონსულტაციები იმპორტ ჩანაცვლებადი საგრანტო მიმართულების ასარჩევად
— 1001 წარმატებული ბიზნეს გეგმა თქვენი ბიზნესისათვის
— შეღავათიანი კრედიტების ბიზნეს-გეგმების მომზადება (შედგენა)
— ინოვაციური ბიზნეს-გეგმების მომზადება
— საგრანტო განაცხადის შევსება
– იურიდიული პორტალი