ვენჩურული პროექტი , Top-სიახლე , Top-მოგება , Top-რისკი

ვენჩურული პროექტი განსაკუთრებით მაღალი ხარისხის სიახლის , რისკისა და მოგების პროექტია . გაქვთ ამგვარი იდეა ? ან გსურთ ამგვარ სფეროში ინვესტირება?

რა არის ვენჩურული პროექტი ?

ვენჩურ-პროექტი ინოვაციური პროექტია , რომელსაც სიახლის განსაკუთრებით მაღალი ხარისხის სიახლე ახასიათებს. მაღალი ხარისხის, განსაკუთრებულ სიახლეს, ბუნებრია თან სდევს რისკის განსაკუთრებით მაღალი ხარისხი. ბუნებრივია- მას , ასევე მოგების განსაკუთრებით მაღალი ხარისხი აქვს. მილიარდერების დიდი ნაწილი სწორედ ვენჩურ-პროექტების მხარდაჭერით გახდა მილიარდერი.

თუკი თქვენ გაქვთ ვენჩურული პროექტი – შევეცდებით გიპოვოთ ინვესტორი 

თუკი თქვენ გაქვთ ვენჩურ- პროექტი , შევეცდებით გიპოვოთ ინვესტორი. ეს არაა იოლი, მაგრამ შესაძლებელია.

თუკი გსურთ ჩადოთ ინვესტიცია ვენჩურულ პროექტებში

მზადა ვართ თქვენთან ერთად განვიხილოთ ეს საკითხი . 577 235 400;  Caumednet@gmail.com; skype- medgeo.net 

 

ვენჩურული პროექტი . მომსახირება 577 235 400
❖ ბიზნეს გეგმების მოსამზადებისა და კონსულტაციებისათვის : 577 235 400 , Caumednet@gmail.com ,
    skype- medgeo.net 

❖ იხილეთ აგრეთვე :
–    ბიზნეს-გეგმების დაწერა, კონსულტაციები, მომზადება
–    იმპორტ ჩანაცვლებადი ბიზნეს-გეგმები
–    დისტანციური კონსულტაციები იმპორტ ჩანაცვლებადი საგრანტო მიმართულების ასარჩევად
–    1001 წარმატებული ბიზნეს გეგმა თქვენი ბიზნესისათვის  
–    შეღავათიანი კრედიტების ბიზნეს-გეგმების მომზადება (შედგენა)

 

ამონარიდი:

ამონარიდი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესის ფაკულტეტი ხელნაწერის უფლებით ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ხ ვ ე დ ე ლ ი ა ნ ი სარისკო კაპიტალის აქტივიზაცია საქართველოს საბანკო სისტემაში ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაციის ავტორეფერატი თ ბ ი ლ ი ს ი 2 0 1 7

მსოფლიო საზოგადოება დღეს დამაჯერებელ ნაბიჯებს დგამს

მსოფლიო საზოგადოება დღეს დამაჯერებელ ნაბიჯებს დგამს, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების იმ სტადიისაკენ, რომელსაც ტრადიციულად „ცოდნის ეკონომიკა“ ეწოდება.
ეს განვითარების უალტერნატივო გზაა.
ამდენად, მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარ ცოდნაში ინვესტირება, ასევე მისი გარდაქმნა წარმოების ეფექტიან იარაღად.
ახალი ტექნოლოგიების, მრეწველობის ახალი დარგების, ახალი ეკონომიკების დაფინანსების საფუძველს ვენჩურული, იგივე სარისკო კაპიტალი წარმოადგენს.

ვენჩურული კაპიტალის ბაზარმა პირველად 1940-იან წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო ფორმირება.

 ევროპაში ამ მოვლენამ შედარებით გვიან, 1970-იან წლებში მოიკიდა ფეხი, საქართველოში კი მის შესახებ საუბარი მხოლოდ 2000-იანი წლების ბოლოს დაიწყო.
ამდენად, ვენჩურული კაპიტალის ინვესტირება, საბანკოსგან განსხვავებით, ეკონომიკური აზრის გამოყენებითი სფეროს საკმაოდ ახალი მოვლენაა, რომელიც აერთიანებს ისეთ ორ მნიშვნელოვან მიმდინარეობას, როგორიცაა საინვესტიციო და ინოვაციური მენეჯმენტი, დაგეგმვა, პროგნოზირება, ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზი

უცხოურ ეკონომიკურ ლიტერატურაში

უცხოურ ეკონომიკურ ლიტერატურაში ვენჩურული კაპიტალის ბაზრის ფორმირებისა და განვითარების საკითხი შედარებით ფართოდ და ღრმად არის დამუშავებული და ეს ისტორიულად გამართლებულიცაა, იმის გათვალისწინებით, რომ ვენჩურულ ბაზარს იქ განვითარების ხანგრძლივი ისტორია გააჩნია.
ვენჩურული კაპიტალის ინვესტირების პრობლემები ასახულია ისეთი მეცნიერების ნაშრომებში, როგორებიც გახლავთ უ. ბიგრეივი (Bygrave), ი.კუპერი (Cooper), ჯ.ლერნერი (Lerner), ჯ.პოტერბა (Роterba), ე.რობერტსი (Roberts), ვ.ფრიდი (Fried), რ.ჰიზრიჩი (Hizrich) და სხვა. მაგრამ ვენჩურული ბაზრის ზოგიერთი მიმართულების შექმნა, რომელსაც ასაბუთებენ ჩამოთვლილი ავტორები, საეჭვოა, მთლიანად გამოადგეს საქართველოს, სადაც სრულიად განსხვავებული სოციალურეკონომიკური მდგომარეობა და განვითარების ძირეულად განსხვავებული ისტორიული პირობები გვხვდება.

 

Facebook Comments