რა ღირს ბიზნეს გეგმა და კონსულტაციები ? 577 235 400

რა ღირს ბიზნეს-გეგმა ?
სპეციალისტებს    ხშირად მიმართავენ ამგვარი შეკითხვით. საშუალო ციფრები  ქვევითაა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ინდივიდუალურ სიტუაციაზე ბევრია დამოკიდებული.
კონსულტანტ-სპეციალისტის მოსაწვევად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 577 235 400; Caumednet@gmail.com; skype: medgeo.net

რა ღირს სპეციალისტის კონსულტაციები ?

სპეციალისტები შეგიძლიათ მიიწვიოთ კონსულტაციებისათვის.
კონსულტანტ-სპეციალისტის მოსაწვევად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 577 235 400; Caumednet@gmail.com; skype: medgeo.net
ანაზღაურება საათაობრივია. საათის ღირებულებაა 50 $ ეკვივალენტიდან. მინიმალური – 50 $ . იგულისხმება უკვე დაბეგრილი თანხა.
საუბარი მოკლე და საქმიანი რომ იყოს სასურველია  წინასწარ გაუგზავნოთ თქვენი შეკითხვები კონსულტანტებს და საერთოდ კონსულტაციების დიდი ნაწილი ჯობს წერილობით ჩატარდეს.
მიზანშეწონილია წინასწარ გაეცნოთ საიტის https://biznes-gegma.medgeo.net/ პუბლიკაციებს – ეს საშუალებას მოგცემთ შეკითხვები დასვათ სწორად და დაზოგოთ დრო.

რა ღირს თემატური მეთოდური მითითებები?

თემატური მეთოდური მითითებების ფასი დაახლოებით 100 $ ექვივალენტია. თემატური მეთოდური მითითებების მოსამზადებლად, თქვენს სიტუაციას აღუწერთ სპეციალისტს და იგი მოგიმზადებთ მეთოდურ მითითებებს – როგორ უნდა დაწეროთ კონკრეტულად თქვენი ბიზნეს-გეგმა.
გაითვალისწინეთ- ეს მეთოდური მითითებები იქნება და არა ბიზნეს გეგმა.  ამ შემთხვევაში ბიზნეს-გეგმა უნდა დაწეროთ თქვენ

რა ღირს ტიპური ბიზნეს-გეგმა ?

ტიპური ნიშნავს არაინოვაციურს. ტიპური გეგმის მომზადებაც დიდ დროსა და მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს. კვალიფიციური შრომა არაა იაფი არსად.

სასურველი გაცნოთ პოსტებს:
★ ბიზნეს-გეგმების დაწერა, კონსულტაციები, მომზადება
★ 1001 წარმატებული ბიზნეს გეგმა თქვენი ბიზნესისათვის

ღირებულების დიაპაზონი დიდია . საბოლოო ჯამში დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობაზე , სპეციალისტის მიერ დახარჯულ დროზე და არა თქვენი ბიზნესის მოცულობაზე . 

რა ღირს  ბიზნეს-გეგმის გაფორმება – დაწერა  ?

ბიზნეს-გეგმის გაფორმება – დაწერა , ამ შემთხვევაში გულისხმობს რომ თქვენ გააზრებული გაქვთ ყველაფერი, გაქვთ ციფრები, ანალიზი და კვლევები და გჭირდებათ პირი, რომელსაც კალამი უჭრის, რომ წერილობით გააფორმოს თქვენი ციფრები და იდეები.  ასეთი სამუშაოს შესრულების თანხა თბილისში 150-დან 300 $ -ის ეკვივალენტამდე მერყეობს. ფასი  ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, რა დონეზე მიაწვდით საფინანსო და სხვა ცხრილებს.

ამგვარი შეკვეთის დროს, როგორც წესი, საკონსულტაციო ფირმა ჯერ მოგთხოვთ რა მასალები გაქვთ- მერე ინდივიდუალურად თქვენთვის მოამზადებს  დიდ კითხვარს, რომელიც უნდა შეავსოთ. უნდა გესმოდეთ, რომ კონსულტანტი ვერ დაიწყებს თქვენი იდეების ანალიზს და თქვენთან დიალოგშიც მინიმალურად შემოვა.  იგი უბრალოდ თქვენი მასალის ბაზაზე დაწერს ტექსტს. ანალიზი, თქვენთან დიალოგი (კონსულტირება, დრო) ცალკე სამუშაოა, რომელიც უნდა ანაზღაურდეს.

თუკი ბიზნეს-გეგმას მთლიანად კონსულტანტი ამზადებს,  მისი ღირებულება საქართველოში 1200 $-ის ექვივალენტიდან იწყება. 

რა ღირს ბიზნეს გეგმა დიდი საინვესტიციო თანხის შემთხვევაში ?

თუკი თქვენ ითხოვთ მილიონ დოლარს, მისი  დასაბუთების დოკუმენტების მომზადება და პასუხისმგებობლები მილიონჯერ მეტია ვიდრე – როცა ითხოვდეთ 1 დოლარს. მოთხოვნილი თანხის რაოდენობასთან ერთად იზრდება  სამუშაოს მოცულობა, ხარისხი და პასუხისმგებლობა.

რა ღირს ინოვაციური იდეა ?

ხშირად ფონდები ითხოვენ პროექტი იყოს ინოვაციური. აუცილებლად კარგად უნდა გავიგოთ რაა ინოვაცია. გირჩევთ გაეცანით ამ გვერდზე >>> ამონარიდებს პროფ. ვლადიმერ პაპავასა და სხვ. ნაშრომიდან >>>

საქართველოში საგრანტო რესურსებზე კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ უკვე საკმაოდ რთულია ინოვაციური კომპონენტი იპოვოთ თქვენი პროექტისათვის. ჩვენ, როცა ინოვაციურ პროექტს ვამზადებთ ვიქცევით ასე:

— ვეძებთ მოცემულ თემაზე მთელ მსოფლიოში უახლეს სამეცნიერო სტატიებს, პატენტებს,გამოგონებებს, გამოყენებით   ინფორმაციებს და ვცდილობთ გავიაზროთ რა გამოგვადგება საქართველოს პირობებში;

— ვუკავშირდებით მსოფლიოს სხვადასხვა, მოცემულ თემაზე მომუშავე საკონსულტაციო ფირმებს, სამეცნიერო ცენტრებსა თუ ცალკეულ სპეციალისტებს. რამდენადაც აქტიური კონტაქტები გვაქვს ამას შედარებით იაფად ვახერხებთ.

ზოგადად თქმა, რა ღირს ინოვაციური პროექტი რთულია. განხილულ უნდა იქნეს კონკრეტული შემთხვევაში. ხშირია შემთხევა, როცა ინოვაციის გამოვლენა თვით შემკვეთთან დიალოგში ხერხდება, თუ იგი კარგი სპეციალისტია.


რა ღირს თემატური მეთოდური მითითებები ბიზნეს-გეგმების შესადგენად ?

ამგვარი მითითებების ღირებულება , თუ ისინი ინდივიდიალურად კეთდება  თქვენი თემისათვის, 100 $-ის ექვივავლენტიდან იწყება. სპეციალისტი აგყავთ ხელშეკრულებით. იგილისხმება, რომ ამ თანხას სპეციალისტი მიიღებს სუფთად, დაბეგვრის შემდეგ.

კონსულტანტ-სპეციალისტის მოსაწვევად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 577 235 400; Caumednet@gmail.com; skype: medgeo.net 

იხილეთ აგრეთვე :
ბიზნეს-გეგმების დაწერა, კონსულტაციები, მომზადება
1001 წარმატებული ბიზნეს გეგმა თქვენი ბიზნესისათვის
რა ღირს ბიზნეს-გეგმების მომზადება (შედგენა)
იურიდიული პოსტალი

რა ღირს ბიზნეს გეგმა 577 235 400

ამ სტატიაში მითითებული ციფრები შეიძლება წაკითხვის მომენტისათვის მოძველებული იყოს.

Facebook Comments