ძირტკბილას თესლის შეგროვება

ძირტკბილას თესლი -ს შეგროვებაზე შეკვეთები პერიოდულად ჩნდება.

როგორ ხდება ძირტკბილას თესლის შეგროვება ?

ძირტკბილას თესლის შეგროვება რთული არაა. მთავარია შეარჩიოთ პერიოდი, როცა თესლების დიდი ნაწილი დამწიფდება. გამოსავლიანობაც  საკმაოდ მაღალია.

თესლიანი ტოტები ფრთხილად უნდა შეაჭრათ და  ტრანსპორტირებისათვის ისეთ ჭურჭელში ჩააწყოთ არ გასცვივდეს. საშრობად დააწყვეთ ისე, არ ჩახურდეს. 2–3 დღეში თესლები დასცვივა შეხებითაც.

თესლის აღმოცენების უნარი

თესლის აღმოცენების ხარისხის გასასინჯად (თუკი ლაბორატორია არა გაქვთ) შეგიძლიათ ასე მოიქცეთ:
თეფშზე დაასველოთ  ტუალეტის ქაღალდი,  ზედ დააწყოთ 100 თესლი და გადააფაროთ ასევე ზომიერად სველი  ასეთივე ქაღალდი. მსუბუქი ნესტი ყოველთვის უნდა ქონდეს, მაგრამ ისე, რომ თესლი არ ჩალპეს. დაახლოებით 1 თვეში რამდენი თესლიც გაღივდება აღმოსაცენებლად, იმდენია აღმოცენების პროცენტულობა. თუ 100 თესლიდან 20  გაღივდა აღმოცენება 20 %–ია.

თესლის ფასი

თესლის ფასი დამოკიდებულია აღმოცენების ხარისხზე და ზოგიერთ სხვა პარამეტრზე

თუკი აგროვეთ ძირტკბილას თესლს და ყიდით

სავარაუდოდ ყველაზ ე სწორია ამ გვერდზე გამოაქვეყნოთ ტქვენი ტელეფონი. მას ნახულობენ დაინტერესებული პირები და პირადაპირ დაგიკავშირდებიან.

ძირტკბილას თესლი


პოსტები ძირტკბილას შესახებ
  1. უცხოური კაპიტალისათვის მიმზიდველი საინვესტიციო მიმართულება – სამკურნალო, ეთერზეთოვანი და ტექნიკური მცენარეები
  2. Liquorice- პერსპექტიული საინვესტიციო მიმართულება
  3. ძირტკბილას თესლის შეგროვება
  4. რამდენ მოსავალს იძლევაLiquorice 
  5. ქართულიLiquorice ფასი
  6. ძირტკბილას მომპოვებლები (დამამზადებლები) და ჩამბარებლები საქართველოში
  7. კონტრაქტის გაფორმება ძირტკბილას შესყიდვაზე
  8.   იურიდიული პორტალი

.

Facebook Comments