დიასპორა შვედეთში , სერვისები ემიგრანტებისათვის

დიასპორა შვედეთში .
წინამდებარე პოსტში განსათავსებლად, მოგვაწოდეთ ინფორმაცია ქართული დიასპორის შესახებ.
შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენი საიტების ლინკებიც , სარეკლამო ტექსტები და სხვა , რაც დისაპორისა და საქართველოს კავშირს შეუწყობს ხელს.
კონტაქტი : Caumednet@gmail.com

ჩვენი სერვისები  ემიგრანტებისათვის, რომლებსაც სურთ საქართველოში ბიზნესის გამართვა:

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

  • თქვენი სურვილებისა და რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება.
    ● ინფორმაციების მოწოდება საქართველოში გამოცხადებული საგრანტო კონკურესების შესახებ
    ● საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე
    ● საგრანტო, ლიზინგის , შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება , მათ შორის- ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება.
    ● მიწისა და სხვა საწარმოო რესურსების შეძენის სურვილის შემთხვევაში ინფორმაციის მოძიება და მოწოდება თქვენთვის
    ● ჩვენ ვცდილობთ წამოჭრისთანავე შევქმნათ სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის

ქართული დიასპორა ყაზახეთში

შვედეთში 400-მდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს.

ქართული დიასპორის ორგანიზაციები და საინფორმაციო რესურსები
ქართული სათვისტომო – დაფუძნდა 2007 წელს სტოკჰოლმში.: თავმჯდომარე მარინა ცხონდია-აქსელი.
Humlegardsgatan 19, 1tr
SE-114 46 Stockholm, Sweden
Tel:  +46 (0) 86780260

შვედეთში

ურთიერთობები საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის დამყარდა 1992 წლის 19 სექტემბერს.
შვედეთის სამეფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნა 2006 წელს.

 საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. მნიშვნელოვანია შვედეთის, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის თანაავტორის, აქტიური მხარდაჭერა და ჩართულობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში. შვედეთი დიდ როლს თამაშობს „EaP“ ინიციატივის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის კუთხით.

განვითარების სფეროში თანამშრომლობის მიზნით, შვედეთის სამეფოს მთავრობა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით (SIDA), მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს საქართველოს. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ის წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს დონორს საქართველოსთვის. თანამშრომლობის შესახებ სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს: ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება და ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის განვითარება; დემოკრატიის გაძლიერება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და სახელმწიფოს განვითარება კანონის უზენაესობის ფარგლებში; გარემოს გაუმჯობესება გარემოზე ზეგავლენის შემცირებით და მდგრადობის გაძლიერება გარემოს ზემოქმედებაზე და კლიმატის ცვლილებაზე. სტრატეგიის განხორციელების შუალედური ანგარიშის მიხედვით, საქართველო კარგად პასუხობს SIDA-ს მიერ ქვეყნისთვის განსაზღვრულ პრიორიტეტებს.

უკანასკნელ წლებში განხორციელდა არაერთი საგანმანათლებლო და კულტურული პროექტი. მათ შორის მნიშვნელოვანია: სტოკჰოლმის ეთნოგრაფიული მუზეუმის ”Skansen” თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან. წარმატებით თანამშრომლობენ სტოკჰოლმის ბიზნეს-ისტორიის ცენტრი და საქართველოს ძმები ნობელების სახელობის მუზეუმი; მალმოს უნივერსიტეტში მოქმედებს ქართული ენის შემსწავლელი კურსები და კავკასიის შემსწავლელი ცენტრი; ფოლკე ბერნადოტის აკადემია (Folke Bernadotte Academy) ყოველწლიურად ატარებს მოკლევადიან სასწავლო კურსებს, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს წარმომადგენლები.

ამასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილია სკანდინავიური ენების შემსწავლელი კათედრა, სადაც ისწავლება შვედური ენა.

ბმები:

სერვისები ემიგრანტებისათვის, რომლებსაც სურთ საქართველოში ბიზნესის გამართვა – დიასპორები, ინდექსი
ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

დიასპორა შვედეთში

Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...