დიასპორა ჩეხეთში , სერვისები ემიგრანტებისათვის

დიასპორა ჩეხეთში
წინამდებარე პოსტში განსათავსებლად, მოგვაწოდეთ ინფორმაცია ქართული დიასპორის შესახებ.
შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენი საიტების ლინკებიც , სარეკლამო ტექსტები და სხვა , რაც დისაპორისა და საქართველოს კავშირს შეუწყობს ხელს.
კონტაქტი : Caumednet@gmail.com

ჩვენი სერვისები  ემიგრანტებისათვის, რომლებსაც სურთ საქართველოში ბიზნესის გამართვა:

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

  • თქვენი სურვილებისა და რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება.
    ● ინფორმაციების მოწოდება საქართველოში გამოცხადებული საგრანტო კონკურესების შესახებ
    ● საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე
    ● საგრანტო, ლიზინგის , შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება , მათ შორის- ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება.
    ● მიწისა და სხვა საწარმოო რესურსების შეძენის სურვილის შემთხვევაში ინფორმაციის მოძიება და მოწოდება თქვენთვის
    ● ჩვენ ვცდილობთ წამოჭრისთანავე შევქმნათ სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის

ჩეხეთში ქართველთა რაოდენობა დაახლოებით 400–მდეა.

ქართული სათვისტომო “სამშობლო” – დაარსდა დაახლოებით 6 წლის წინ. სათვისტომოს თავმჯდომარეა ჯიმი დაბრუნდაშვილი. სატვისტომოს ინიციატივით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება

დიასპორა ჩეხეთში

საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 1 იანვარს.

2000 წელს საქართველოში გაიხსნა ჩეხეთის საელჩო. 2006 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გაიხსნა საქართველოს საელჩო.

საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
საქართველო ჩართულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების დახმარების პროგრამაში (ODA), რომლის ფარგლებში ხორციელდება პროექტები ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ეფექტური მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სფეროებში. 

წარმატებით ვითარდება ურთიერთობები ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში. ჩეხური კომპანიები აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში. ეკონომიკური კავშირების დინამიურ განვითარებაზე მეტყველებს ბოლო წლებში ჩატარებული ბიზნეს-ფორუმები და ეკონომიკური კომისიის სხდომები. მზარდი მაჩვენებლით ხასიათდება ჩეხეთიდან შემოსულ ვიზიტორთა რიცხვი, რასაც ორ ქვეყანას შორის მოქმედი პირდაპირი ფრენებიც უწყობს ხელს.

აქტიურია თანამშრომლობა განათლების სფეროში. ჩეხეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი სტიპენდიებით ქართველი სტუდენტები განათლებას იღებენ ჩეხეთის უმაღლეს სასწავლებლებში.

2015 წელს ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტში დაარსდა ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრი და „ქართული ენისა და კულტურის ისტორიის“ საგანი ოფიციალურად შევიდა სასწავლო პროგრამაში.

ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ჩეხეთში რეგულარულად იმართება სხვადასხვა ღონისძიება.

თბილისში მდებარეობს ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერი.

დაძმობილებულია აბაშის მუნიციპალიტეტი და ქალაქი იევიჩკო.

ბმები:

სერვისები ემიგრანტებისათვის, რომლებსაც სურთ საქართველოში ბიზნესის გამართვა – დიასპორები, ინდექსი
ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

დიასპორა ჩეხეთში
Facebook Comments