რეკომენდებული სტრუქტურა ბიზნეს-გეგმისათვის 577 235 400

რეკომენდებული სტრუქტურა ბიზნეს-გეგმისათვის, ჩვენი პირობებისათვის ძალიან ბევრია.
ბიზნეს გეგმის შედგენის დასავლური მეთოდების უცვლელად გადმოღება ჩვენს პრაქტიკაში, არაპერსპექტიულია განსხვავებული საქმიანი გარემოს არსებობის გამო.
შესაბამისად, საჭიროა შემუშავდეს ბიზნეს-გეგმის, საკუთარი რეკომენდებული სტრუქტურა .

ტიპურ სტრუქტურაში სულ მცირე სამი მნიშვნელოვანი ნაწილის დამატება, რომელშიც უნდა ჩანდეს:
– ხარისხის პრობლემის ადექვატური აღქმა და მისი გადაწყვეტის უნარი;
– კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა , თვითღირებულების სწორი მართვით;
– ბიზნესის განვითარების პერსპექტივის ნათელი ხედვა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის  უნარი.


შედეგად , ჩვენთვის ადაპტირებული ბიზნეს გეგმის სტრუქტურა ასეთია:

01 . საქმიანობის მიზნები
02 . ბიზნესის მოკლე აღწერა
03 . ბაზრის ანალიზი
04 . პროდუქცია (მომსახურება)
05 . წარმოების ორგანიზება
06 . საინვესტიციო კლიმატი და რისკები
07 . საჭირო ხარისხის მიღწევა
08 . კონკურენტულობის უზრუნველყოფა
09 . პროდუქციის რეალიზაცია
10 . მმართველობა და კადრები
11 . ფინანსირება
12 . ბიზნესის ეფექტურობა და პერსპექტივები .
13 . დანართი

ეს სტრუქტურა ტიპური დასავლურისგან განსხვავდება მე-7 და მე-12 პუნქტების ჩართვით და მე-8 პუნქტის შინაარსით. მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული სტრუქტურა არ ეწინააღმდეგება დასავლური ბიზნეს გეგმის მოთხოვნებს, რადგანაც მასში გათვალისწინებულია დასავლურ პრაქტიკაში მიღებული ყველა ძირითადი ელემენტი და ამავე დროს ის ადაპტირებულია ჩვენი საქმიანი გარემოს პირობებზე.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ფონდები თუ ბანკები , ზოგჯერ ითხოვენ მასალები თავიანთი სტრუქტურის მიხედვით მიეწოდოთ. ეს შინაარსს პრინციპულად არ ცვლის .


ინვესტიციების ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინება

ინვესტიციების ბაზარზე თავისუფალი კაპიტალი, ობიექტური ფაქტორების გამო, მიედინება დაბანდებისთვის უფრო ხელსაყრელი ობიექტების მიმართულებით. ასეთ ფაქტორთა შორისაა – ეკონომიკური ზრდის ტემპი , ქვეყნის (რეგიონის) ან დარგის საკრედიტო კონკურენტუნარიანობა , სახსრების დაბანდების რისკების ინტეგრალური შეფასება და სხვა . არავინაა ქვეყნად ვალდებული ფული ჩადოს სწორედ ამ მოცემულ პროექტში . ყველაფერი მხოლოდ რისკისა და მომგებიანობის შეფარდებით განისაზღვრება .

ბიზნესი , მისი ორგანიზაცია და ტექნოლოგიები ვითარდება . აქედან გამომდინარე , ხარისხიანი ბიზნეს გეგმის ცნებაც ყოველთვის დროის კონკრეტულ მომენტს შეესაბამება .


რისთვისაა საჭირო ბიზნეს გეგმა?

ბიზნეს გეგმის გარეშე არც კი ღირს კომერციული საქმიანობის დაწყება , რადგან ამ შემთხვევაში წარუმატებლობის შანსი ძალიან მაღალია .

ბიზნეს გეგმა ეს არის დოკუმენტი , რომელიც აღწერს მომავალი წარმოების ყველა ძირითად ასპექტს , აანალიზებს ყველა შესაძლო პრობლემას და განსაზღვრავს მათი გადაწყვეტის გზებს . ამიტომ ბიზნეს გეგმის სწორად შედგენა საბოლოო ჯამში იძლევა პასუხს კითხვაზე: ღირს კი ამ საქმეში ფულის ჩადება და მოიტანს თუ არა ის იმ შემოსავალს , რომელიც აანაზღაურებს ყველანაირ დანახარჯს?

ბიზნეს გეგმის შედგენაში ხელმძღვანელის მონაწილეობის მნიშვნელობა იმდენად დიდია , რომ ბევრი დასავლური ბანკი და საინვესტიციო ფირმა საერთოდ უარს ამბობს განაცხადის მიღებაზე , თუ აღმოჩნდა , რომ იგი შედგენილია გარედან მოწვეული კონსულტანტის მიერ და ხელმძღვანელმა მას მხოლოდ ხელი მოაწერა . ცხადია , ბიზნეს გეგმას მოწვეული სპეციალისტები წერენ , მაგრან ხელმძღვანელის აქტიური მონაწილეობით . ბიზნეს გეგმის შედგენაში უშუალო მონაწილეობისას ხელმძღვანელი ერთგვარად ახდენს თავისი მომავალი საქმიანობის მოდელირებას და ამოწმებს საკუთარ თავსა და ჩანაფიქრის სისწორეს .


ბიზნეს გეგმას წერენ:

1 . საგარეო სარგებლობისთვის . იმისათვის , რომ გარეშე პირებს , მაგ . , ინვესტორებს საქმე წარუდგინონ ხელსაყრელი კუთხით .
2 . შიგა სარგებლობისთვის . ამ შემთხვევაში წარმოჩინდება საქმის ყველა ძლიერი და სუსტი მხარე . იგი მუდმივად გამოიყენება , როგორც მართვის ინსტრუმენტი .

მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა შეიძლება , თუკი დაიწყებთ შიდა სარგებლობის ბიზნეს გეგმით . მისი შედგენის პროცესში თქვენ განიხილავთ მრავალ საკითხს , რომელიც , შესაძლოა , არასოდეს ჩაიწერება საგარეოში . თუმცა , ინვესტორები ასეთ შეკითხვას აუცილებლად მოგცემენ , რათა “იგრძნონ” საქმის სერიოზულობა . ვინც ამ საკითხისათვის მზადყოფნას ვერ გამოხატავს , ის არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდება .
მაგ . , შეიძლება აღმოჩნდეს , რომ არ არის კარგად გარკვეული – ნამდვილად საჭიროა ინვესტორი , თუ უმჯობესია წარმოების გადიდებაზე კონცენტრირება? ინვესტორის მოზიდვის მცდელობა შესაძლოა იყოს მხოლოდ შანსი , რომელიც ინვესტორის , როგორც თოვლის ბაბუის აღქმას ეფუძნება და არა კარგად გააზრებული სტრატეგიული გადაწყვეტილება .

რეკომენდებული სტრუქტურა ბიზნეს-გეგმისათვის ითვალისწინებს – შიდა გეგმის შედგენისას წინასწარ უნდა იქნას შესწავლილი განვითარების ყველა ვარიანტი და სტრატეგია , და თუკი ინვესტორის მოზიდვა გამართლებული აღმოჩნდება , მაშინ ინვესტორსაც და ფირმასაც გარიგებისთვის მყარი საფუძველი ექნებათ . ამრიგად , პირველ რიგში შიგა სარგებლობის ბიზნეს გეგმის შედგენა ორივე მხარის ინტერესებშია .

ბიზნესში საკუთარი თავის მოტყუება დიდი სიბრიყვეა . მხოლოდ საგარეო სარგებლობისთვის შედგენილი ბიზნეს გეგმა კი ხშირად , სინამდვილეს ალამაზებს . საკუთარი პროპაგანდის დაჯერება , შესაძლოა დამანგრეველი ფაქტორი აღმოჩნდეს კომპანიისათვის .

ბიზნეს გეგმის მთავარი დანიშნულებაა მეწარმეს დაეხმაროს შემდეგი ამოცანების გადაწყვეტაში:

 1. მომავალი გასაღების ბაზრის მოცულობისა და პერსპექტივის შესწავლაში;
2. ბაზრისათვის საჭირო პროდუქციის წარმოებისთვის დანახარჯის შეფასებაში, საქონლის გასაყიდი  ფასის დადგენაში და საქმის მომგებიანობის გამორკვევაში;
3. იმ მაჩვენებლების დადგენაში, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი იქნება საქმის მომგებიანად  წარმართვა;

ბიზნეს გეგმის რეკომნდირებული სტრუქტურა

❖ ბიზნეს გეგმების მოსამზადებად და კონსულტაციებისათვის: 577 235 400 , Caumednet@gmail.com ,
skype- medgeo.net 
❖ იხილეთ აგრეთვე :
– ბიზნეს-გეგმების დაწერა, კონსულტაციები, მომზადება
– იმპორტ ჩანაცვლებადი ბიზნეს-გეგმები 
– 1001 წარმატებული ბიზნეს გეგმა თქვენი ბიზნესისათვის  
– შეღავათიანი კრედიტების ბიზნეს-გეგმების მომზადება (შედგენა)
  იურიდიული პორტალი

.

Facebook Comments