ავარიდოთ თავი შეცდომებს ბიზნეს – გეგმის შედგენისას 577 235 400

როგორ ავარიდოთ თავი შეცდომებს ბიზნეს – გეგმის შედგენისას ?
ბიზნესის სხვადასხვა სახეები მოითხოვენ ბიზნეს გეგმაში სრულიად განსხვავებული ინფორმაციის ასახვას. დაგვეთანხმებით, რომ თვითმფრინავის ახალი მოდელის შემუშავება – წარმოებაში ჩაშვება განსხვავდება პატარა კერძო სილამაზის სალონის ორგანიზებისაგან. ამავე დრო- ორივე შემთხვევაში პროექტის ავტორებმა შეიძლება მიმართონ კომერციულ ბანკს. რა განსხვავებული კონკრეტული ფორმები უნდა შეივსოს ბიზნეს გეგმაში ამ შემთხვევაში? ვინ უნდა განსაზღვროს ეს? – რა თქმა უნდა თვით კომერციულმა ბანკმა.

ბანკის სპეციალისტებმა პროექტის რეალიზაციის ინიციატორთაგან უნდა მოითხოვონ იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მოცემული პროექტის ფინანსირების შემთხვევაში ბანკის სარგებელის და ყველა ძირითადი რისკ-ფაქტორის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.ამიტომ- დიალოგში უნდა შეხვიდეთ ბანკისა თუ ფონდის სპეციალისტებთან, თხოვოთ მათ მოითხოვონ ის მასალები რაშიც ეჭვი ეპარებათ.ბიზნეს-გეგმის განხილვა პროცესად უნდა აქციოთ.

სხვა ყველაზე ხშირი შეცდომაა – არასწორი გაგება იმისა, თუ ბიზნეს-გეგმის რომელი ასპექტებია განმსაზღვრელი. ჩვეულებრივ, დიდი ძალისხმევა იხარჯება “ფინანსური გეგმის”, “პროექტის ეფექტურობის ანალიზის” თავების შედგენაზე, მაგრამ არასაკმარისი ყურადღება ეთმობა პროდუქციის (მომსახურების) ბაზრის ანალიზს და კონკურენტუნარიანობის დასაბუთებას. თუ მომავალ პროდუქციაზე მოთხოვნილების შეფასება გადამეტებულია, ასეთი კი ხშირად გვხვდება, მაშინ ფინანსური გეგმის და ეფექტურობის ანალიზის ფასი ნულის ტოლია. პრიორიტეტები- რომელი ნაწილი უფრო მნიშვნელოვანია მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის- ბიზნეს-გეგმის თემაზე.

სერიოზული და გავრცელებული შეცდომაა ჩატარებული მარკეტინგული კვლევების დაბალი ხარისხი.
რა არის შეცდომების მიზეზი ? როგორ ავარიდოთ თავი შეცდომებს ?
ის რამდენიმეა, ამასთან, როგორც წესი, რამდენიმე მიზეზი ერთდროულად გვხვდება.

პირველ რიგში, ის რომ მარკეტინგული ნაწილის შემუშავება მიენდობა ხოლმე ადამიანებს, რომლებსაც ამ დარგში სპეციალური მომზადება არ გააჩნიათ ისინი იღებენ არსებულ სახელმძღვანელოებს და მათი მიხედვით “აცხობენ” კვლევებს. ამასთან არც მათ და არც იმათ, ვინც ეს დაავალა, არ ძალუძთ ჩატარებული სამუშაოს ობიექტური შეფასება.

მეორეც, ეს ადამიანები, როგორც წესი, ვერ ასწრებენ იმაში გარკვევას თუ რა იწოდება მარკეტინგად. მათთვის ძნელი გასაგებია, რომ მარკეტინგი ჯერჯერობით არის არა გამართული თეორია, არამედ რაღაც დაგროვილი ცოდნის ჯამი, გადმოცემული წიგნებში, რომელთა ავტორებმა მიაღწიეს რა კარგ შედეგებს ბიზნესში და დააგროვეს საკუთარი ემპირიული გამოცდილება, ცდილობენ საკუთარი პრაქტიკული ხედვა გადმოსცენ თეორიული პოსტულატების სახით. ამიტომ ხშირად, ამ წიგნების წაკითხვის შემდგომ იკარგება მარკეტინგის მხრივ რაიმეს გაგებისა და კეთების უნარი.

მესამე, ნორმალურად მომუშავე კომპანიაში მარკეტინგი, ეს არა იმდენად ცალკეული სპეციალისტის მზრუნველობის საგანია, რამდენადაც გარკვეული, მათ შორის კომპანიის მთელი საკადრო პოტენციალის, ძალისხმევის გაერთიანების შედეგი. ნორმალურად ითვლება, რომ ყოველი სპეციალისტი, ვისაც კონკურენტების ან მათი პროდუქციის შესახებ რაიმე სასარგებლო ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა აქვს, ცდილობს თავისი კომპანიის მარკეტინგული მონაცემების ბაზაში მის შეტანას.

მეოთხეა, გეგმიურ ეკონომიკაში საქმიანობისას მიღებული სავალალო გამოცდილება და პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შესახებ ობიექტური, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში მიღებული წარმოდგენების არქონა.

მაგრამ, ყველაზე სახიფათო შეცდომაა, როცა არ ესმით ინვესტორების ან კრედიტორების ინტერესები და მათი ფსიქოლოგია, მისი მიზნები და ინტერესები.

როგორ ავარიდოთ თავი შეცდომებს ბიზნეს – გეგმის შედგენისას

❖ ბიზნეს გეგმების მოსამზადებად და კონსულტაციებისათვის: 577 235 400, Caumednet@gmail.com ,
skype- medgeo.net 
❖ იხილეთ აგრეთვე :
– ბიზნეს-გეგმების დაწერა, კონსულტაციები, მომზადება
– იმპორტ ჩანაცვლებადი ბიზნეს-გეგმები 
– 1001 წარმატებული ბიზნეს გეგმა თქვენი ბიზნესისათვის  
– შეღავათიანი კრედიტების ბიზნეს-გეგმების მომზადება (შედგენა)
  იურიდიული პორტალი

..
Facebook Comments
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share this...