შეცდომები ბიზნეს გეგმაში მწაროებელს შესაძლოა დიდი ზარალით შემოუბრუნდეს. საპროექტო კვლევების ხარჯები კაპიტალდაბანდებების ღირებულების არანაკლებ 3-5%-ს და ზოგჯერ 10%-საც შეადგენს. საპროექტო კვლევების ხელოვნება ჩვენში საწყის სტადიაზე იმყოფება. პროექტის ყოველმხრივი შეფასება მსხვილ აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებს ან ბანკებს შეუძლიათ. მაგრამ საჭიროა მოიძებნოს თქვენზე ზუსტად მორგებული ბანკი ან კონსულტანტი.
ბიზნეს გეგმის მოსამზადებლად სპეციალისტის მოწვევა შეგიძლიათ: 577 235 400; caumednet@gmail.com
გავრცელებული და ნაკლებ გავრცელებული შეცდომები ბიზნეს გეგმაში რამდენიმე ათეული გვერდზეა ჩამოთვლილი სპეციალურ ლიტერატურაში. ჩვენ სადემოსტრაციოდ, მხოლოდ რამდენიმე რჩევას მოვიყვანთ აქ.
1. ბიზნეს-გეგმა არ უნდა იყოს ზედმეტად უხვსიტყვიანი და ვიწროდ სპეციალიზებულ ტერმინოლოგიაზე აგებული.
2. საჭიროა ტიპიური შეცდომებისათვის თავის არიდება.
3. აუცილებელია, ფინანსირებაში პროექტის ინიციატორის მონაწილეობის ჩვენება. ინვესტორისათვის ეს წარმატების დამატებითი გარანტიაა და ამტკიცებს ბიზნეს გეგმის ავტორების განზრახვების სერიოზულობას. რაც უფრო დიდია პროექტის ინიციატორის წილი პროექტის დაფინანსებაში, მით მეტია ინვესტორის ან კრედიტორის მოზიდვის შანსი.
უცხოური ფირმების კონსულტირების ხარისხი განსხვავებულია. ხშირად, (მათ შორის საუკეთესოებზეც) გვხვდება არასახარბიელო გამოხმაურებები. ფულს ისე იღებენ “როგორც მათთან”, შედეგი კი ისეთივეა, – “როგორც ჩვენთან”. ეს არც არის გასაკვირი. მხედველობაში უნდა მიიღოთ, რომ საკონსულტაციო კომპანიებს აქვთ გარკვეული პროფილი და სპეციალიზაცია, პროფესიული ინტერესები. ბევრია დამოკიდებული კონკრეტულ სპეციალისტზე და მენეჯერზეც.
ბიზნეს გეგმები – Top – სტატუსები
- ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , საინფორმაციო სერვისები 577 235 400
- www.gen.ge კონსალტინგური პორტალი
- ბიზნეს გეგმების მომზადება ზომიერ ფასად და სწრაფად