დიასპორა დიდ ბრიტანეთში , სერვისები ემიგრანტებისათვის

დიასპორა დიდ ბრიტანეთში
წინამდებარე პოსტში განსათავსებლად, მოგვაწოდეთ ინფორმაცია ქართული დიასპორის შესახებ.
შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენი საიტების ლინკებიც , სარეკლამო ტექსტები და სხვა , რაც დისაპორისა და საქართველოს კავშირს შეუწყობს ხელს.
კონტაქტი : Caumednet@gmail.com

სერვისები  ემიგრანტებისათვის, რომლებსაც სურთ საქართველოში ბიზნესის გამართვა:

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

  • თქვენი სურვილებისა და რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება.
    ● ინფორმაციების მოწოდება საქართველოში გამოცხადებული საგრანტო კონკურესების შესახებ
    ● საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე
    ● საგრანტო, ლიზინგის , შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება , მათ შორის- ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება.
    ● მიწისა და სხვა საწარმოო რესურსების შეძენის სურვილის შემთხვევაში ინფორმაციის მოძიება და მოწოდება თქვენთვის
    ● ჩვენ ვცდილობთ წამოჭრისთანავე შევქმნათ სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის

დიასპორა დიდ ბრიტანეთში

1.
ქართული სათვისტომო
– ჩამოყალიბება XX საუკუნის 90 იან წლებში. 2005 წლის 15 ივნისს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალურად დაფუძნდა ქართული სათვისტომო.

2. ბრიტანულ-ქართული ასოციაცია – დაარსდა 2004 წელს ქალაქ ლონდონში.

3. ჟურნალი ,,თანამემამულე” – ჟურნალი ,,თანამემამულე” 2003 წელს გერმანიაში დაარსდა და შემდგომ 2005 წელს ლონდონში გაფართოვდა. მისი გამომცემელი და მთავარი რედაქტორია ზაზა მესხი.

4. ქართული საკვირაო სკოლა ლონდონში – 2002 წელს მუშა ჯგუფის ინიცატივით დაარსდა გაერთიანებულ სამეფოში პირველი ქართული საკვირაო სკოლა, რომლის ხელმძღვანელი დღემდე ქალბატონი ლიანა გოგრიჭიანი-ჯიქიაა.

5. კავკასიური ხელოვნების ასოციაცია – გასულ წელს დიდ ბრიტანეთში ქეთი კალანდაძის ინიცაიტვით დაფუძნდა ორგანიზაცია ,,კავკასიური ხელოვნება”, რომლის ძირითადი მიზანია ქართული და საერთო კავკასიური კულტურის პოპულარიზაცია დიდ ბრიტანეთში.

6. ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლი ,,მასპინძელი” –ბრიტანული ქართული სიმღერების შემსრულებელი გუნდი, რომელიც 1999 წელს ჩამოყალიბდა და ამ იდეის ინიციატორი იყო ქართული ფოლკლორული სიმღერებით დაინტერესებული ბატონი ჩადვიკი.

ბმები:

სერვისები ემიგრანტებისათვის, რომლებსაც სურთ საქართველოში ბიზნესის გამართვა – დიასპორები, ინდექსი
ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

დიასპორა დიდ ბრიტანეთში

Facebook Comments