სერვისები ბიზნესისათვის – 577 235 400 – წარმატებისათვის

სერვისები ბიზნესისათვის , რომლებიც გჭირდებათ წარმატებული ბიზნესის ასაწყობად .
ჩვენ ქვემოთ შევეცადეთ მოგვეცა ის ძირითადი ეტაპები, რომლებიც სავარაუდოდ , ეტაპობრივად უნდა უნდა გაიაროთ წარმატებული ბიზნესის ასაწყობად. თუკი რომელიმე ეტაპზე დაგჭირდათ სპეციალისტი, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 577 235 400; Caumednet@gmail.com; skype-medgeo.net


1. ბიზნეს – იდეის შერჩევა

პირველი ეტაპი არის-სწორი ბიზნეს იდეის შერჩევა. ბიზნეს-იდეის შერჩევა რთული  პროცესია და აქ დეტალურად ვერ განვიხილავთ. შევჩერდებით მხოლოდ მის რამდენიმე ასპექტზე:
— იდეის მნიშვნელობა. ბიზნეს-იდეა თუ სწორი არაა, თუ არ აკმაყოფილებს ბიზნესის განვითარების ყველა მოთხოვნას იგი ვერ იმუშავებს. ამიტომ, სწორი ბიზნეს-იდეის შერჩევა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
— ნუ მიბაძავთ სხვებს . ის რომ მეზობელმა რომელიმე მიმართულებით წარმატებული ბიზნესი ააწყო შეიძლება იმიას ნიშნავდეს, რომ მან უკვე დაიკავა ბაზარი. მასთან კონკურენცია ძნელი იქნება
—  ნუ დაუჯერებთ რეკლამას ანალიზის გარეშე . რეკლამის მიმცემს თავის მიზნები აქვს, რომლეიც შეიძლება არ ემთხვეოდეს თქვენს მიზნებს.
—  შეარჩიეთ ბიზნესის ორიგინალური მიმართულება, სადაც კონკურენცია დაბალია და თქვენ შეგიძლიათ იაფად აწარმოოთ პროდუქცია.

უპირველეს ყოვლისა სპეციალისტის კონსულტაციები ამ ეტაპზე გჭირდებათ. ამ სფეროში მომუსავე სპეციალისტები ფლობენ დიდ ინფორმაციას, რომლებიც დაგეხმარებიან სწორად შეარჩიოთ ტქვენი ბიზნესის მიმართულება. თუკი  დაგჭირდათ სპეციალისტი, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 577 235 400; Caumednet@gmail.com; skype-medgeo.net


2. სერვისები ბიზნესისათვის – ტექნოლოგიური და ბიზნეს-კონსულტაციები 

მოვწერეთ თქვენი შეკითხვა ელფოსტაზე Caumednet@gmail.com ინვოისსა და პასუხს მოგაწვდით ელფოსტით. აუცილებლობის შემთხვევაში კონსულტაცია ჩატარდება სკაიპით, ტელეფონით ან პირადი შეხვედრითაც. ხშირად კონსულტაცია მხოლოდ საკუთარი მოსაზრებების სისწორეში დასარწმუნებლადაა საჭირო, მაგრამ საჭიროა.


3. ბიზნესისა და ტექნოლოგიური პროცესების დაპროექტება

იდეა ვიდრე მოგების მოტანას დაიწყებს რამდენიმე ეტაპს გადის . თავდაპირველად მიმდინარეობს იდეის დაპროექტება და ამ პროცესში მისი „გაშალაშინება“. დაპროექტება რამდენიმე შრეს მოიცავს: ბიზნესის დაპროექტება (მარკეტინგული და საფინანსო გათვლები), ტექნოლოგიური პროცესის კრიტერიუმების დაზუსტება და შერჩეული ტექნოლოგიის დაპროექტება, საინჟინრო (დანადგარების) დაპროექტება, შენობების დაპროექტება და ა.შ.
ეს არაა ხმამაღალი სიტყვები. ეს პროცესები სრულდება ყოველთვის მიუხედავად იმისა, რა სახელს ვარქმევთ და რამდენად იოლად ვჭრით მათ. ამ პროცესებზეა დამოკიდებული, როგორც თქვენი ბიზნესში ჩასადები  თანხის ოდენობა, ასევე შემდგომი წარმატება-მოგება.
ეს პროცესი და შრეები სასურველია სპეციალისტთა გუნდმა შეასრულოს თქვენთან ერთად.


4. ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის არასტანდარტულ ტექნოლოგიებზე 

  უმეტეს შემთხვევაში – ბიზნეს-გეგმის შემკვეთი თვლის, რომ მან ყველაფერი იცის, ყველაფერი აქვს გათვლილი და ჭირდება მხოლოდ „დამწერი“  პირი, რომელლიც უბრალოდ გააფორმებს წერილობით მის იდეასა და გათვლებს (“წერისთვის” არ ცალია”) . ჩვენ ცხადია, ვაფორმებთ მის ციფრებსა და იდეას და ბოლოს, 99% შემთხვევებში, ჩვენც და შემკვეთიც ვრწმუნდებით, რომ მისი გათვლები არასწორია და ზედაპირულია.
იმის თქმა გვინდა, რომ ბიზნეს-გეგმის დასაწერად, საჭიროა გაიაროთ  ბიზნესისა და ტექნოლოგიური პროცესების დაპროექტების პროცესის ყველა შრე. თუკი ეს პროცესი არ გაგივლიათ შინაარსზე პასუხისმგებელი თქვენ ხართ.  ჯობია მთელი პროცესი (დაპროექტება-ბიზნეს -გეგმა და ა.შ.) მთლიანად შეუკვეთოთ ერთ სპეციალისტს ან ჯგუფს .  მოგება, რომელსაც ამგვარი მიდგომიდან მიიღებთ მრავალგზის აღემატება ხარჯს.


5. ტექნიკური საშუალებების, მოწყობილობებისა და მასალების შერჩევას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და მათი ტრანსპორტირება

ბევრი ფირმა, აქვე საქართველოში გვთავაზობს ტექნიკასა და მოწყობილობებს და რა საჭიროა თანხის ხარჯვა მთელ მსოფლიოში ძიებების ჩასატარებლადმიზეზი მარტივია –  ამგვარი ძიებების შედეგად თქვენ გეძლევათ ალტერნატივები და შედარებითი ანალიზი, რათა შეარჩიოთ: საუკეთესო ტექნიკური საშუალებები ყველაზე იაფად ხარისხისა და ტექნოლოგიური სიახლეების ხარჯზე, უმეტეს შემთხვევაში, თქვენი პროდუქციის თვითღირებულება დაბალია, ხარისხი მაღალი და თქვენ მუდმივად იღებთ მოგებას.
ამ ეტაპზეც, ჯობია ექსპერტების დახმარებით ისარგებლოთ.


6. სერვისები ბიზნესისათვის ინვესტორთა და დონორთა, აგრეთვე გასაღების ბაზრების ძიება 

არსებობს ინსტრუმენტები ამგვარი დავალების შესარულებლად, თუკი შემკვეთი მზადაა უცხოეთის ბაზრებზე გასასვლელად. უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ, და ცხადია უცხოურ ბაზარზე შესვლას აქვს დიდი ხარჯი (რეკლამა, გაცნობა, მიმოსვლა, მოლაპარაკებები) და ამ ხარჯს თქვენს მაგიერ არავინ გაიღებს.
ზოგიერთი პროდუქციისათვის მოხერხებულია ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ გაყიდვა.


7. ზოგადი რჩევა ასეთია – პური მეპურემ უნდა გამოაცხოს 


იხილეთ აგრეთვე :
ბიზნეს-გეგმების დაწერა, კონსულტაციები, მომზადება
1001 წარმატებული ბიზნეს გეგმა თქვენი ბიზნესისათვის
რა ღირს ბიზნეს-გეგმების მომზადება (შედგენა)
იურიდიული პოსტალი

სერვისები ბიზნესისათვის - დასაგეგმად და ასაწყობად

.

Facebook Comments