კონკურსი გადამამუშავებელი საწარმოების ხელშესაწყობად – მეორე ტური
კონკურსის მიმართულებები
ამჟამად სახელმწიფოს გამოცხადებული აქვს გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა. პირველი ტური უკვე ჩატარდა.
მეორე ტურში გადასულ საწარმოებს, ვთავაზობთ დახმარებას ბიზნეს-გეგმების მომზადებაში . მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ Viber 577 235 400
- ხორცის გადამუშავება, ხორცპროდუქტების (მათ შორის, „შებოლილი“) წარმოება;
- რძის გადამუშავება, რძის პროდუქტების წარმოება (გარდა ძროხის რძის გადამუშავებისა);
- ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, ციტრუსის გადამუშავება;
- კაკლის, მიწის თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების (გარდა თხილისა) გადამუშავება;
- მატყლის, ტყავის გადამუშავება;
- დაფნის, ჩაის, თამბაქოს გადამუშავება;
- ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;
- ცხოველების, ფრინველებისა და თევზის საკვების წარმოება (კომბინირებული საკვების წარმოება);
- მარცვლეულის გადამუშავება (გარდა ხორბლის ფქვილის წარმოებისა);
- თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის გადამუშავება;
- ზღვისა და მტკნარი წყლის პროდუქტებისა და ლოკოკინის გადამუშავება;
- თევზის გადამუშავება;
- ღვინის, სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება (გარდა კახეთის რეგიონში ღვინის წარმოებისა);
- ბრიკეტების, პელეტების წარმოება, ასევე მათგან და ხე-ტყის (აგრეთვე დაფნის ნარჩენებისგან) ნახშირის წარმოება.
გადამამუშავებელი საწარმოები
გადამამუშავებელი საწარმოები არის საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ საქონელს სხვა საქონლისა და მომსახურებებისგან.
გადამამუშავებელი საწარმოების ძირითადი ტიპებია:
- მსუბუქი მრეწველობა
- მეტალურგია
- მანქანათმშენებლობა
- კვების მრეწველობა
- ქიმიური მრეწველობა
- ენერგეტიკა,
- ხის, მინის და ფაიფურის-ფაიანსის მრეწველობა
- სამშენებლო მასალების წარმოება.
გადამამუშავებელი მრეწველობა
გადამამუშავებელი მრეწველობა არის ნედლეულის მოპოვება ერთი ან რამდენიმე ინდუსტრიიდან და მათი ახალ პროდუქტად გადაქცევა.
ჩვენს ქვეყანაში გადამამუშავებელი მრეწველობის ძირითადი სექტორი არის კვების მრეწველობა, რომელიც იყენებს დიდი რაოდენობით გადამამუშავებელ აღჭურვილობას პროდუქტის მახასიათებლების ადაპტაციისთვის.
Facebook Comments