სამცხე-ჯავახეთის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება – დამუშავების ბიზნეს გეგმების მომზადება 577 235 400 , Caumednet@gmail.com .
◆ სტატიის ორიგინალი ქართულ ენაზეა. სხვა ენებზე მიეწოდება გუგლის ავტომატიური თარგმანი. ენების გადასართველი საიტის თავშია ◆
საქართველოს მინერალური რესურსების 8.5% სამცხე–ჯავახეთში მდებარეობს
სამცხე – ჯავახეთი მდიდარია სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულით. აქ გვხვდება სათბობ-ენერგეტიკული, ლითონური და არალითონური წიაღისეული.
წყარო : http://samtskhe-javakheti.tsu.ge/
სათბობ-ენერგეტიკული რესურსები სამცხე-ჯავახეთში
სათბობ-ენერგეტიკული წიაღისეულიდან განსაკუთრებით გამოირჩევა მურა ნახშირი.
უდიდესია ახალციხის (ვალეს) საბადო, რომელიც ყველაზე დიდმარაგიანი ქვეყნის მასშტაბითაც. იგი ერთადერთი სამრეწველო მნიშვნელობის მურა ნახშირის საბადოა საქართველოში, თუმცა მოპოვების რთული გეოლოგიურ-გეომორფოლოგიური პირობების გამო, მისი მოპოვება ამჟამად შეწყეტილია. წიაღისეული ღრმა ფენებში მდებარეობს, რაც ართულებს მის მოპოვებას და ზრდის მის თვითღირებულებას.
ახალციხის (ვალეს) მურა ნახშირის საბადო მდებარეობს ახალციხის რაიონ-ში,სოფლების ვალესა და ნაოხრების მიდამოებში, ქ. ახალციხიდან დასავლეთით 8-10 კმ მანძილზე, ფოცხოვისწყლის ხეობაში (ქვაბლიანის შესართავთან), ზ.დ. 1000-1600 მ სიმაღლეზე. ნახშირშემცველი ნალექების გავრცელების არეალს უკავია 90-110 კმ2.
ტყვარჩელის საბადოსთან შედარებით, მარაგი აქ უფრო მეტია და შეადგენს 75-100 მლნ ტს, მაგრამ დაბალი ხარისხისა და სამთო-გეოლოგიური სამუშაოების (რაც ზრდის მის თვითღირებულებას) განხორციელების სირთულის გამო მისი მოპოვება საგრძნობლად შემცირდა და 1980-იან წლებში საერთოდ შეწყდა. საბადოს დაბალია მისი თბოტევადობა,რაც შეადგენს მხოლოდ 2200-4500 კკალ/კგ-ს.
წყარო : http://samtskhe-javakheti.tsu.ge/
ტორფის საბადო სამცხე-ჯავახეთში
რეგიონს გააჩნია ასევე ტორფის საბადო, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით.
ხანჩალის ტორფის საბადო მდებარეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ხანჩალის ტბის სანაპიროზე და გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთაღმოსავლეთისაკენ.
წყარო : http://samtskhe-javakheti.tsu.ge/
დიატომიტის საბადო სამცხე ჯავახეთში
არამადნეული წიაღისეულიდან რეგიონში მნიშვნელოვანია ქისათიბის დიატომიტის საბადო ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდ. ურავლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1,400-1,700 მეტრის სიმაღლეზე. აგებულია მიო-პლიოცენური ასაკის ვულკანოგენური ქანებით
– გოდერძის წყება. წყების ზედა ნაწილი წარმოდგენილია დიატომიტის 5 ფენით, რომელთაგან ყველაზე მაღალხარისხოვანია ქვედა ფენა. მისი სისქე იცვლება 2.5-იდან 12.5 მ-მდე. ყოფილ სსრკ-ში იგი იყო უდიდესი დიატომიტის საბადო.
საბადოზე არის დიატომიტის 4 სახეობა: ზოლიანი, ნაცრისფერი, ღია ნაც-რისფერი და თეთრი. ამათგან ყველაზე მაღალხარისხოვანია თეთრი. გააჩნია დიდი მარაგები (7.9 მლნ. ტონა, 1981). დღეს საბადოს მარაგი 7,623.6 მ³ აღწევს. დიატომიტის დიდი საბადო გამოიყენება ცემენტის, პლასმასის წარმოებაში, საფილტრე მასალად ღვინის, ლუდის, შაქრის წარმოებაში. ელექტრომოწყობილობებისა და აკუმულატორების დასამზადებლად.
წყარო : http://samtskhe-javakheti.tsu.ge/
ახალციხის აქატის საბადოები
ახალციხის აქატის საბადოები, ტექნიკური აქატის (ქალცედონის) საბადოები –ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ახალციხის ქვაბულში სოფლების, ბოგის და გიორგიწმინდის ახლოს. განლაგებულია შუაეოცენურ ვულკანოგენურ წყებებში.
გამოიყოფა აქატშემცვლელი ქანების ორი ზოლი — დეპრესიის ჩრდილოეთი (შურდოს საბადო) და სამხრეთი (პამაჯ-ზიარეთის საბადო) ნაწილში.
ახალციხის აქატის საბადოებზე ძირითადად მოიპოვებენ მკვრივ ქალცედონს, ქარგიანი (ზოლებიანი) აქატი შედარებით იშვიათია. ეს მინერალები ჩრდილოეთ ზოლში სეკრეციული წარმოშობის ჟეოდების სახით გვხვდება, სამხრეთით _ ჟეო-დებისა და მილისებრი სხეულების სახით. მუშავდება 1933-იდან. მას დიდი გამოყე-ნება აქვს სუსტი ხელსაწყოების, საიუველირო, ელექტრო აპარატურისა და საათე-ბის წარმოებაში.
დღესდღეობით აქატის მოპოვება ახალციხის რაიონში არ მიმდინარეობს.
წყარო : http://samtskhe-javakheti.tsu.ge/
ბენტონიტის საბადოები სამცხე ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში დაახლოებით 43.9 მილიონი ტონა ბენტონიტის რესურსებია. ამ უნიკალურ მინერალს მრავალი დანიშნულება გააჩნია: ის ფართოდ გამოიყენება გეოტექნიკურ და საინჟინრო სამუშაოებში სითხისა და ქაფის წაქრმოქმნის თავიდან ასაცილებლად, ძლიერი შემწოვი ეფექტი აქვს მშენებლობაში, სურსათის წარმოებასა და სამედიცინო მრეწველობაში. ეს რესურსები სამცხე – ჯავახეთი ს რამდენიმე ადგილას მოიპოვება
წყარო : http://samtskhe-javakheti.tsu.ge/
ბორჯომის ანდეზიტის საბადოები
ანდეზიტი კონცენტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის ანდეზიტში და ასპინძის მუნიშიპალიტეტში სოფ. ხიზაბავრასა და სოფ. საროში.
განსაკუთრებით ცნობილია დაბა ბაკურიანის ანდეზიტში არსებული ანდეზიტის საბადო, რომლის მარაგი 5 მილიონ კუბურ მეტრს აღწევს და უდიდესია საქართველოში.
წყარო : http://samtskhe-javakheti.tsu.ge/
სამშენებლო მასალები სამცხე – ჯავახეთში
ჯავახეთის პლატოს ფარგლებში გავრცელებული ლავური ნაკადები და პიროკლასტური მასალა შეიძლება წარმატებით იქნას გამოყენებული, როგორც მაღალხარისხოვანი სამშენებლო მასალა. ამ მასალას განეკუთვნება მინისებური ქანები, ვულკანური წიდები, ქვიშები, სხვადასხვა პეტროგრაპიული და ქიმიური შედგენილობის ეფუზივები.
ვულკანური მინის საბადოები საკვლევი სამცხე – ჯავახეთი ს ფარგლებში გვხვდება ჭიქიანისა და ჩათახის ვულკანური ცენტრების მიდამოებში. გენეტურად ისინი უკავშირდება ზედამიოცენურ–ქვედაპლიოცენურ ვულკანიზმს.
წყარო : http://samtskhe-javakheti.tsu.ge/
ვულკანური მინის საბადოები სამცხე – ჯავახეთში
ვულკანური მინის მცირე გამოსავლები დაფიქსირებულია სამსარის ქედზე ვულკან ეშტიას მიდამოებში. ვულკანური მინა გამოიყენება მშენებლობაში, ქიმიურ და ნავთობ მრეწველობაში, სასოფლო–სამეურნეო საქმიანობაში, საუველირო საქმეში და სხვა.
წყარო : http://samtskhe-javakheti.tsu.ge/
პერლიტები სამცხე – ჯავახეთში
პერლიტებისა და ობსიდიანების ფარავნის საბადო წარმოადგენს მინისებური წარმონაქმნების ერთ–ერთ უმსხვილეს საბადოს (6.291 ათ. მ3 ) საქართველოში. საბადო განლაგებულია თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით 85 კმ-ში, წალკისა და ნინოწმინდის რაიონების საზღვარზე. ამ წარმონაქმნების ძირითადი გამოსავლები აღინიშნება ჭიქიანისა და ჩათახის ჩრდილო–აღმოსავლეთ ფედობებზე. ობსიდიანები
წარმოდგენილია: შავი, ყავისფერი, მოწითალო–მორუხო და ნაცრისფერი სახესხვაობებით. ობსიდიანებისათვის დამახასიათებელია ობსიდიანები ქიმიური შედგენილობით რიოლითებს შეესატყვისება.
მარეკანიტები ოოლითური წარმონაქმნია, შავი და ნაცრისფერი შეფერილობის. გვხვდება პერლიტურ ტუფებში, ძირითადად ლინზების სახით. ქიმიური შემადგენლობით ახლოსაა ლიპარიტულ ტუფებთან.
პერლიტები შავი, ღია ნაცრის-ფერი,მოვარდისფრო-ნაცრისფერი შეფერილობისაა. პერლიტების სტრუქტურა მასიური და ფოროვანია.
წყარო : http://samtskhe-javakheti.tsu.ge/
ვულკანური წიდის საბადოები სამცხე – ჯავახეთში
ვულკანური წიდა წარმოადგენს მნიშვნელოვან არალითონურ ნედლეულს ჯავახეთის პლატოს ტერიტორიაზე. ვულკანური წიდა წარმოდგენილია, როგორც ცალკეული ვულკანური ნაგებობის (შლაკური კონუსები) ისე მოკლე ნაკადების სახით.
გენეტურად წიდის საბადოების წარმოშობა ზედაპლიოცენურ-ქვედამეოთხეულ ვულკანიზმის ფინალურ მოქმედებას უკავშირდება.
წიდის შედგენილობა ანდეზიტებსა და ანდეზიტო-ბაზალტებს პასუხობს.
ვულკანური წიდის სამრეწველო მნიშვნელობის საბადოები: გუნია-კალას, მცირე ფარავნის, სათხეს, კრუგლიას, შიშტეპეს, ემლიკლის, სამხრეთ დალიდაღის, ხანჩალის,ყიზილდაღის, შავნაბადას, გრეჩიშნაიას, თავშანთაფას ვულკანური აპარატები და სხვ.გარდა ამისა, მისი მარაგები წარმოდგენილია ასპინძის რაიონის ტერიტორიაზე (სოფ.ორგორა, სოფ. ზველი). ვულკანური წიდის შედგენილობა ძირითადად ანდეზიტებსა და ანდეზიტო-ბაზალტებს შეესაბამება.
წყარო : http://samtskhe-javakheti.tsu.ge/
ნახევრადძვირფასი და ორნამენტული ქვების საბადოები სამცხე-ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთს ნახევრადძვირფასი და ორნამენტული ქვების რეზერვების მნიშვნელოვანი რესურსი გააჩნია. აქატი (გიშერი) ყველაზე გავრცელე-ბულია სამცხე – ჯავახეთი სხსენებულ ქვებს შორის. ახალციხისა და ბოძოლის აქატი (გიშერი) შესანიშნავი ხარისხისაა და არსებული რეზერვები სამრეწველო მოპოვებისთვის გამოსადეგია.
ჭობარეთის გამარმარილოებული კირქვის საბადო მდებარეობს ახალქალაქის რაიონში 2100–2200მ სიმაღლეზე. საავტომობილი გზის მანძილი საბადოდან ახალქალაქის რკინიგზის სადგურამდე შეადგენს 22 კმ [http://www.caumineral.org.ge/geo/investigations.php?key=11].
წყარო : http://samtskhe-javakheti.tsu.ge/
ბაზალტის საბადოები სამცხე – ჯავახეთში
სამცხე – ჯავახეთი ს საზღვრებში წარმოდგენილია სხვა მნიშვნელოვანი არალი-თონური წიაღისეული ბაზალტი (სოფ. საყუდაბელი, სოფ. ორგორა, სოფ. ტოლოში, სოფ. ზველი,სოფ. ხერთვისი, სოფ. ხიზაბავრა, სოფ. სარო), წყალთბი-ლას თაბაშირი, თაბაშირის საბადო აბათხევის ტერიტორიაზე, არალის ბენტო-ნიტური თიხა, მდ. მტკვარზე „მტკვრის“ ქვიშა-ხრეშის გამოვლინება, ქ. ბორჯომის ფარგლებში, ტუფი (სოფ. ვარგავი,სოფ. ძველი), ტეშენიტი (სოფ. ნაქალაქევი, სოფ. ტოლოში), კლინოპტიოლიტი (ცეოლითი).
წყარო : http://samtskhe-javakheti.tsu.ge/
აგურის თიხის საბადოები სამცხე ჯავახეთში
აგურის თიხის მნიშვნელოვანი რესურსები სამცხე ჯავახეტში მრავალ ადგილას მოიპოვება .
წყარო : http://samtskhe-javakheti.tsu.ge/
თერმული და მინერალური წყლები სამცხე ჯავახეთში
საცხე-ჯავახეთი ძალიან მდიდარია სხვადასხვა თერმული და მინერალური წყლებით კერძოდ, წყალთბილას გოგირდოვანი თერმული წყალი, აბასთუმნის თერმული წყლები,ბორჯომის თერმული წყლები, გურკელისა და ბორჯომის მინერალური წყლები,ყვიბისის თერმული წყლები, ციხისჯვრის თერმული წყლები, წაღვერის მინერალურიწყლები, ურაველის მინერალური წყლები, ასპინძის თერმული წყლები, ვარძიისთერმული წყლები, ფლატის, ღაღვის მინერალური წყლები, ჩორჩნის, სმადის თერმული წყლები.
წყარო : http://samtskhe-javakheti.tsu.ge/