ტყის ბიზნეს გეგმები . მომზადება 577 235 400

ტყის ბიზნეს გეგმები – ს მომზადება არენდით აღების , შესყიდვის , მოვლისა თუ ექსპლუატაციის მიზნებით 577 235 400 , Caumednet@gmail.com

ტყის ბიზნეს გეგმები უნდა ითვალისწინებდეს ერთის მხრივ ბიზნესის , მეორე მხრივ კი საქართველოს ტყის კოდექსისა და მიმდინარე კანონსქვემდებარე აქტების , ხშირად კი – სატენდერო პირობების მოთხოვნებსაც.
ამგვარი ბიზნეს გეგმის მომზადებას თავისი სპეციფიკა აქვს.

მუხლი 7. საქართველოს ტყის კატეგორიებად დაყოფა და მათი მართვის ამოცანები

  1. საქართველოს ტყე, ტყის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციებისა და ტყის მართვის ძირითადი მიზნების გათვალისწინებით, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
    ა) დაცული ტყე;
    ბ) დაცვითი ტყე;
    გ) საკურორტო და სარეკრეაციო ტყე;
    დ) სამეურნეო ტყე.
  2. დაცული ტყის მართვის ამოცანაა მისი ბიომრავალფეროვნებისა და იშვიათი ან/და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და მოწყვლადი ეკოსისტემების დაცვა.
  3. დაცვითი ტყის მართვის ამოცანაა ტყის დაცვითი ფუნქციის (მარეგულირებელი ეკოსისტემური მომსახურებების) შენარჩუნება და გაძლიერება.
  4. საკურორტო და სარეკრეაციო ტყის მართვის ამოცანაა ტყის კურორტოლოგიური ფუნქციის, ლანდშაფტისა და ბუნებრივი ელემენტების შენარჩუნება და გაუმჯობესება.
  5. სამეურნეო ტყის მართვის ამოცანაა ტყის რესურსებით მდგრადი სარგებლობა და ტყის დაცვითი ფუნქციის შენარჩუნება.
  6. საქართველოს ტყის ფუნქციური დანიშნულებით დაყოფას „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის“ შესაბამისად ახორციელებს სამინისტრო, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე − შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.
    საქართველოს ტყის კოდექსი   https://matsne.gov.ge/ka/document/view/4874066?publication=2

მუხლი 4. საქართველოს ტყის მდგრადი მართვის პრინციპები

1. საქართველოს ტყის მდგრადი მართვა, ტყის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების გათვალისწინებით, უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს:
ა) ტყის მართვის პროცესში გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი ბიომრავალფეროვნების, პროდუქტიულობის, თვითაღდგენისა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას;
ბ) ტყის მართვის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს ტყის ფუნქციური დანიშნულება, რათა ტყის ერთი ფუნქციით სარგებლის მიღებამ არ გამოიწვიოს ტყის სხვა ფუნქციის დეგრადაცია;
გ) ტყის მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება უნდა ეფუძნებოდეს ტყის მდგრად მართვას. ტყით საერთო სარგებლობის მიზნით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტყის ყველასთვის ხელმისაწვდომობა;
დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით ტყის არასატყეო მიზნით გამოყენებისას უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებები, გარდა ამ კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა.
2. ტყის მდგრადი მართვის შეფასება და ანგარიშგება ხორციელდება „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ“ დებულებით განსაზღვრული ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების საფუძველზე, რომლებიც ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს და ევროპის ტყეების დაცვის მინისტრთა კონფერენციის („ევროპის ტყე“) მიერ მიღებულ „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს“. აღნიშნულ დებულებას შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

ტყის ბიზნეს გეგმები 577 235 400

ბმები:

საინვესტიციო სივრცის სიახლეები
წარმატებული ბიზნეს გეგმები
ბიზნეს გეგმების სოციალურ ქსელებში
ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
Share this...