ბეწვეულის გამოყვანის ბიზნეს-გეგმა

ბეწვეულის გამოყვანის ბიზნეს-გეგმა

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400, სკაიპი – medgeo.net, ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

რამდენის გამომუშავება შეიძლება ბეწვეულის გამოყვანით?

სუფთა შემოსავალი ერთი ბეწვეულიდან შეადგენს 15-დან 20 დოლარამდე. ბიზნესის ამ სახეში კონკურნეცია დაბალია. გამოყვანის ტექნოლოგია ცნობილია უძველესი დროიდან. დროთა განმავლობაში ის მკვეთრად შეიცვალა. ყველაზე ხშირად მისი ათვისება შეუძლია ნებისმიერ მომთმენ ადამიანს.

ბეწვეულის გამოყვანის ბიზნეს-გეგმა

ბეწვეულის გამოყვანის ბიზნეს-გეგმა – რომელი აღჭურვილობა ავირჩიოთ ბეწვეულის სახლში გამოსაყვანად?

საამქროს აღსაჭურვად სავსებით საკმარისი იქნება 40კვ.მ ფართობის შენობა. კურდღლის ან თახვის ბეწვეულთან ხარისხიანი მუშაობისთვის დაგჭირდებათ არა მხოლოდ ხელის ინსტრუმენტები, არამედ ზოგიერთი დანადგარიც:

1 საჩეჩი მანქანა
2 დამჭრელი მანქანა
3 უკუმცემი დრამები
4 ცენტრირების მანქანა
5 ბეწვეულის დამარბილებელი მანქანა
6 საკრეჭი მანქანა
7 ცენტრიფუგა
8 გლემურძის ასაცლელი მანქანა

ეს არ არის ძალიან რთული აღჭურვილობა. მისი დამზადება შესაძლებელია შეკვეთით. ჩვეულებრივ, ღირებულება არ აჭარბებს 2 000 დოლარს.

ბეწვეულის გამოყვანის ტექნოლოგია

ტექნოლოგია განვიხილოთ ერთი ბეწვეულის მაგალითზე. ცხვრის ბეწვის გამოყვანას იწყებენ ცხოველისგან მისი გაცლისთანავე. თუ მასალა ბევრია და ვერ ასწრებენ მის დამუშავებას – ასეთ შემთხვევაში აკონსერვებენ (ისევე როგორც კურდღლისა და თახვის ბეწვს).

ამისთვის შეიძლება რამდენიმე მეთოდის გამოყენება:

  • სველი დამარილებული
  • მშრალი დამარილებული
  • დაპრესილი-მშრალი
  • მჟავე-მარილიანი.

სახლის პირობებში კურდღლისა და თახვის ბეწვისთვის იყენებენ მეორე მეთოდს. მარილი ბეწვს არ აძლევს გამოშრობის საშუალებას და საიმედოდ იცავს მას ჟანგბადისა და ბაქტერიები ზემოქმედებისგან. მარილის რაოდენობის გამოთვლა მარტივია. გლემურძი არ უნდა ჩანდეს პრეპარატის ფენის ქვეშ. ბეწვეულს ინახავენ თივაში (თუ ზამთარია) ან სიბნელეში (თუ ზაფხულია).

ბმები:

საინვესტიციო სივრცის სიახლეები
წარმატებული ბიზნეს გეგმები
ბიზნეს გეგმები სოციალურ ქსელებში
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...