სამედიცინო ცენტრის ბიზნეს-გეგმა , შეკვეთა – 577 235 400 , სკაიპი – medgeo.net , ელ-ფოსტა – Caumednet@gmail.com
◆ სტატიის ორიგინალი ქართულ ენაზეა. სხვა ენებზე მიეწოდება გუგლის ავტომატიური თარგმანი. ენების გადასართველი საიტის თავშია ◆
ჩვენი სერვისები:
ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი – medgeo.net , ელ-ფოსტა – Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეეგ საკითხებზე:
● თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა, ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება
● ინფორმაცია საგრანტო კონკურნსების შესახებ
● საგრანტო განაცხადების შევსება
● საგრანტო, სალიზინგო, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისთვის ბიზნეს-გეგმების მომზადება
● მარკეტინგული კვლევების ჩატარება
● ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება
სამედიცინო ცენტრის ბიზნეს-გეგმა , სერვისების აღწერა:
- სერვისების ჩამონათვალი
- კონკურენტებთან შედარება ხარისხის მიხედვით
- რა სახით და ვინ უზრუნველყოფს სერვისებს, როგორ მიიღებთ მედიკამენტებს, რომელი მოწყობილობები იქნება გამოყენებული
- პერსპექტივები.
თითოეული პუნქტის დეტალური აღწერა დაგეხმარებათ უფრო ზუსტად ჩამოაყალიბოთ უნიკალური შეთავაზება თქვენი მომხმარებლებისთვის, გამოირჩეოდეთ კონკურენტებისგან, მოახდინოთ ორიენტირება საჭირო აღჭურვილობაში, დაქირავებულ სპეციალისტებში და განაგრძოთ განვითარება.
მაგალითი:
- მხედველობის დიაგნოსტიკის, სათვალეებისა და ლინზების შერჩევის სერვისები; თვალის ფსკერის გამოკვლევა, მკურნალობა.
- შტატში გეყოლებათ ოფთალმოლოგები, რომლებმაც ისწავლეს ახალ აპარატებთან მუშაობა. დამამზადებელთან პარტნიორული ხელშეკრულების წყალობით სახარჯი მასალების შეძენა საბითუმო ფასებში.
- ორი ფილიალის გახსნა. ოპერაციისშემდგომი რეაბილიტაციის კაბინეტის გახსნის ორგანიზაცია.
ბაზრის ანალიზი
უნდა შეისწავლოთ კონკურენტები, რათა შეადგინოთ შეთავაზება, რომელიც მათ „დაჩრდილავს“. ამასთანავე, „დახატეთ“ პოტენციური მომხმარებლის პორტრეტი – მისი მოთხოვნები და გადახდისუნარიანობა. კლინიკის გახსნამდე ბიზნეს-გეგმაში ბაზრის ღრმა ანალიზი, საშუალებას მოგცემთ გათვალოთ პროექტის ანაზღაურების ვადა და არ დამარცხდეთ დასაწყისშივე.
კონკურენტების შეფასება გარკვეული პარამეტრებით – ცხრილი
პარამეტრი | მახასიათებელი | ||
დაწესებულების სახელი | კონკურენტი 1 | კონკურენტი 2 | კონკურენტი 3 |
სერვისების ჩამონათვალი | კონსულტაცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა | მხედველობის კონსულტაცია, დიაგნოსტიკა
ოპტიკის შერჩევა და გაყიდვა |
კონსულტაცია, დიაგნოსტიკა
მკურნალობა ოპტიკის შერჩევა ქირურგია სტაციონარი |
სერვისების ასორტიმენტი | 10-მდე მიმართულების დიაგნოსტიკა.
50-ზე მეტი დაავადების მკურნალობა |
20-მდე მიმართულების დიაგნოსტიკა. ოპტიკის შერჩევა, დამზადება. სათვალეების შეკეთება | ოფთალმოლოგის, ქირურგის კონსულტაცია.. 70-ზე მეტი დაავადების ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა. ოპერაციები. რეაბილიტაცია. |
სერვისების ხარისხი | მაღალი | მაღალი | მაღალი |
სერვისი | ჩაწერა საიტიდან ან ადმინისტრატორთან დარეკვით. რთულია დარეკვა. საიტიდან ჩაწერა გამართულად მუშაობს. კომფორტული მოსაცდელი არე: დივანი, სავარძლები, ჩაი, ტელევიზორი. | საიტიდან ჩაწერა, შესაძლებელია ტელეფონით კონსულტაცია.
მოსაცდელი არე არც თუ ისე დიდია: მაგიდა, 5 სკამი, ტელევიზორი. |
საიტიდან ჩაწერა, ტელეფონით, Viber-ში. პირველი კონსულტაცია უფასოა. თითოეული ექიმის კაბინეტთან მოსაცდელი არეა დივნებით. კორპორატიული მომხმარებლების მომსახურება. |
ფასები | საშუალო, ქალაქის შესაბამისად | საშუალოზე მაღალი | საშუალოზე მაღალი. მოქმედებს ფასდაკლების სისტემა. |
გაყიდვებისა და დაანგარიშების პირობები | ნაღდი ფული, ბარათი, ანგარიშზე გადარიცხვა. | ნაღდი ფული, ბარათი, ანგარიშზე გადარიცხვა, სამედიცინო დაზღვევა. | ნაღდი ფული, ბარათი, სამედიცინო დაზღვევა, ანგარიშზე გადარიცხვა, განვადება. |
რეკლამა | ბანერები რაიონებში, ფლაერები, რეკლამა გაზეთებში. | რეკლამა რადიოში, სოციალურ ქსელებში, ქუჩაში, ოფისებში, უნივერსიტეტებში ფლაერების დარიგება. | რეკლამა გაზეთებში, ჯგუფები სოციალურ ქსელებსა და მესინჯერში, ბანერები მთელს რეგიონში, შეტყობინების გაგზავნა მომხმარებლებისთვის. |
მუშაობის განრიგი და ადმინისტრაციული სტრუქტურა | კლინიკა ცალკე შენობაში, 1 სართული. განრიგი: ორშაბათი-შაბათი, 2 ცვლა, სამუშაო საათები – 07:00-20:00, შესვენების გარეშე, დასვენების დღე – კვირა | კაბინეტი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე. განრიგი: დასვენების გარეშე, სამუშაო საათები – 10:00-19:00 | მსხვილი კლინიკა ცალკე მდგომ 3 სართულიან შენობაში. განრიგი: დასვენების გარეშე. ექიმების მიღება 2 ცვლაში. სამუშაო საათები – 07:00-20:00 სამუშაო დღეებში. სტაციონარი – სადღეღამისო მორიგე ექიმითა და მედდით. |
მარკეტოლოგები გვირჩევენ კონკურენტები შევისწავლოთ არა ტელეფონით, არამედ პირადად: მიდით ოფისში და თავი მოაჩვენეთ მომხმარებლად ან ბიზნეს-პარტნიორად. აგრეთვე, წაიკითხეთ შეფასებები და მიმოხილვები საიტზე. მაგ: „1 კვირაა ვერ გიკავშირდებით“ ან „შეგეძლოთ უფრო თავაზიანი ადმინისტრატორების მოძებნა“ – დაგეხმარებათ კონკურენტების სუსტი წერტილების გაგებაში. თუ არ დაუშვებთ მსგავს ხარვეზებს, მათ ფონზე მოიგებთ.
იმისათვის, რომ შეადგინოთ პოტენციური მომხმარებლის პორტრეტი, საჭიროა კონკურენტების შესახებ არანაკლებ 100 შეფასების გამოკვლევა, შემდეგ კი მათთან დაკავშირება.
სამედიცინო ცენტრის ბიზნეს-გეგმა , მარკეტინგული გეგმა:
- სერვისის გავრცელების რაიონი (ქალაქი, რეგიონი, ქვეყანა).
- ფასწარმოქმნა, ფასდაკლების პროგრამები, ლოიალობის პროგრამები.
- სარეკლამო არხები.
- კლინიკის იმიჯის შექმნა.
მაგალითი
- კლინიკა გათვლილია ქალაქისა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებზე.
- საშუალო ფასები, ქალაქის შესაბამისად; გასამრჯელოს აღება ხდება ექიმის მუშაობისთვის, სახარჯი მასალებისთვის.
- ერთდროული კონსულტაციის დროს ოჯახის მეორე წევრის კონსულტაციაზე ფასდაკლება. აგრეთვე, ფასდაკლება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და პენსიონერებისთვის.
- გახსნამდე 3 თვით ადრე იქმნება ჯგუფები სოციალურ ქსელებში. მიმდინარეობს მარკეტინგი მოსახლეობაში. 3 ბილბორდი. გახსნის შემდეგ – ხდება ჯგუფის განვითარება. თვეში ერთხელ ღონისძიება (დონორის დღე, პროფილაქტიკის დღე და ა.შ) – კლინიკაში ხალხის მოსაზიდად.
- ინტერიერი და პერსონალის უნიფორმა თეთრ-ნარინჯისფერ ტონებში. ვიზიტის დაჯავშნა – ტელეფონით, საიტით, სოციალური ქსელით. ადმინისტრატორების თავაზიანი ტონი, ტელეფონის ზარზე პასუხი მეორე ზუმერზე, შეტყობინების პასუხი – 5წთ. ექიმების კვალიფიკაციის ყოველდღიური ამაღლება. ჯანმრთელობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. მედიასთან ურთიერთობა.
სამუშაო გეგმა
- რომელ და რა ფართობის შენობაში იქნება კლინიკა, რამდენი კაბინეტით, დამხმარე ოთახებით, სველი წერტილებით.
- აღჭურვილობის აღრიცხვა.
- ექიმებისა და ადმინისტრაციული პერსონალის შტატის განრიგის შექმნა.
- როგორ განხორციელდება კონტროლი ბიზნეს-პროცესებზე.
- გეყოლებათ თუ არა პარტნიორები.
მაგალითი
- კლინიკაში არის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მოთხოვნების შესაბამისი 2 კაბინეტი. 1 დამხმარე შენობა საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის. 1 ოთახი კვებისთვის. 2 სველი წერტილი (პერსონალისა და პაციენტებისთვის). ფართო ჰოლი მიმღებით და მოსაცდელი არით.
- ექიმებისთვის საჭირო მოწყობილობები, სახარჯი მასალები და დამხმარე ინსტრუმენტები.
- 1 მენეჯერი, 1 ბუღალტერი, 2 ადმინისტრატორი (ცვლაში), საჭირო რაოდენობის ექიმები.
- სადაზღვევო კომპანიებთან კავშირი. აგრეთვე, ყოველწლიური გამოკვლევების ჩასატარებელი პროგრამები.
- მენეჯერი ახდენს სამუშაო განრიგის ორგანიზებას. სახარჯი მასალების უწყვეტ მიწოდებას. ანგარიშების დროულად გადახდას. იღებს გადაწყვეტილებას აღჭურვილობის შესყიდვისა და მიწოდების შესახებ. ამყარებს პარტნიორულ კავშირებს. ახდენს პერსონალის სწავლების ორგანიზებას.
ბმები:
ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება